მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი პუტინი უკვე გამოკეტეს მოსკოვში, ის დასრულებულია - ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე

„ესაა გზავნილი ივანიშვილისთვისაც, რომ პუტინი დასრულებულია“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის შესახებ. 

მისი თქმით, პუტინი უკვე გამოკეტეს მოსკოვში. 

„ბიძინა ივანიშვილის პატრონი, მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი პუტინი უკვე გამოკეტეს მოსკოვში. ეს ნიშნავს, რომ კრემლის იქით ცივილიზებულ სამყაროში მას გადაადგილება აუკრძალეს და თუ ამას დააპირებს, გამოკეტავენ ციხეში. მსოფლიომ გასცა მისი დაპატიმრების სანქცია, რაც ნიშნავს, რომ ეს არის გზავნილი დანარჩენი პუტინისტური ქვეყნებისთვის, ცხადია ბიძინა ივანიშვილისთვისაც, რომ პუტინი დასრულებულია“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 პუტინის დაპატიმრება შესაძლებელია იმ ქვეყნების ტერიტორიაზე, რომლებმაც რომის ქარტიის რატიფიცირება განახორციელეს - ერმაკი

👉„ქართულმა ოცნებამ“ ნიღაბი ჩამოიხსნა და ღიად მიდის რუსული პოლიტიკისვ პროპაგანდა - მამუკა ხაზარაძე

👉 ივანიშვილი ნამდვილად არის ამ ქვეყნის ყველაზე ძლიერი მმართველი, ცდილობს ქვეყანა მართოს ჩრდილიდან - გახარია 

👉 ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, ისინი ბუნებრივად მიდიან რუსეთისკენ - გახარია 

👉 „ალტ-ინფო“ ჩვეულებრივი მხედრიონია“ - შალვა ნათელაშვილი