მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებით, მოშიმშილეების კარვებში მედიის წარმომადგენლები ვეღარ შევლენ

კარვები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან

„ნაციონალურმა მოძრაობის“ ოფისთან გაშლილ მოშიმშილეების კარვებში მედიის წარმომადგენლები ვეღარ შევლენ. 

პარტიაში აცხადებენ, რომ მოშიმშილე ადამიანის ორგანიზმი დღითი დღე სუსტდება, ამიტომ, კოვიდრეგულაციების დაცვიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჟურნალისტები კარვის შიდა ტერიტორიაზე აღარ შევიდნენ. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან 11 კარავია გაშლილი.

მოშიმშილეების მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა. 

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარტიაში მასობრივ შიმშილობას იწყებენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

👉 „შერიგება შედეგია და არა საწყისი ეტაპი, ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე წინაპირობა“ - ზურაბიშვილი

👉 „ყველა ბერკეტი მნიშვნელოვანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში დაგვეხმარება“ - უდუმაშვილი

👉 „დღეიდან მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას ვაცხადებთ“ - ნიკა მელია

👉 „ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება“ - სააკაშვილის მიმართვა აქციაზე