მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაცმოძრაობის“ არათანმიმდევრულობა, უპრინციპობა და პოლიტიკური შინაარსის არქონა რეჟიმს აწყობს - ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს „ევროპული საქართველოს“  თავმჯდომარე გიგა ბოკერია გამოეხმაურა. 

ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი, უპრინციპობა, არათანმიმდევრულობა, პოლიტიკური შინაარსის არქონა არის ის, რაც სტატუს-კვოს და ივანიშვილის რეჟიმს აწყობს.

„ეს თუ არ შეიცვალა, რეჟიმის დამარცხება და ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოყვანა იქნება შეუძლებელი, ან ძალიან რთული, ან ძალიან დიდი ფასი დაჯდება. დაპირისპირება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, ისევე როგორც ამ პარტიის შიგნით ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე ყველა მოვლენა, არის დასტური იმის, რომ არანაირი ფასეულობები, არანაირი შეხედულებები, არანაირი დისკუსია რაიმე არსებით საკითხზე არ არის. არის მხოლოდ პერსონალური დაპირისპირება, ტალახის შესხმა, ცილისწამება ერთმანეთის მიმართ. „ქართული ოცნება“ რაც არის, იმავედ იქცნენ შინაარსით ეს ადამიანები“, - აცხადებს ბოკერია. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

➖  24 თებერვალს ვაპირებ აქციაზე ვიყო... ამ სამ პარტიასთან ერთად, ჩვენ არც ერთი აქციის ორგანიზატორი არ ვართ - ბოკერია

➖  ფინეთი შვედეთისგან დამოუკიდებლად ნატოში გაწევრიანებას არ გამორიცხავს

➖  გერასიმოვის განცხადებით, ნატოს გაფართოება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს

➖  სოფო ლილუაშვილი - ელჩად დავდივარ, რომ დავამტკიცო სიმართლე, რომლისთვისაც ყველა გაერთიანებულები ვართ

➖  გია ჯაფარიძე: სკოლებში მშობელთა კრებები ვერ ტარდება, რადგან მშობლები უცხოეთში არიან, ეს უნდა დავასრულოთ საქართველოში