მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კეზერაშვილი არის ქურდი, ჯარს ჰპარავდა ფულს, გადარიცხა და დღემდე ბაირამობს - ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“  წევრი ოპოზიციონერი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „პირველი არხის“ ეთერში, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ქურდს უწოდებს და ამბობს, რომ მან ჯარს ფული მოჰპარა. 

მისი თქმით, კეზერაშვილს მინისტრობამდე ბიზნესი არ ჰქონია. 

„კეზერაშვილი ჩემთვის არის ქურდი, ჯარის ქურდი, კორუფციონერი, რომელიც დადასტურებულად არის მექრთამე. მან ჩემთვის უწმინდეს ინსტიტუციას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მოჰპარა ასეულობით მილიონი.

მინისტრი რომ იყო, წესით, მარტო ხელფასი უნდა ჰქონოდა და მინისტრობის ბოლო დღეს რომ გადადგა, თქვა, მე ბიზნესში ვბრუნდებიო. ანუ, იმ ბიზნესში, რომელიც მანამდე არ ჰქონდა და რა ბიზნესი იყო?  ჯარს ჰპარავდა ფულს, გადარიცხა და დღემდე ბაირამობს იქ“, - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ დეოლიგარქიზაცია არის ის, რომ მდიდარი ადამიანები არ აპამპულავებდნენ ქართულ პოლიტიკურ სივრცეს - ალეკო ელისაშვილი

✔️ სხვისი პრაქტიკის გამოყენება ადგილობრივ გარემოებებზე მორგების გარეშე, ვერ იმუშავებს საფუძვლიანად - დეგნანი დეოლიგარქიზაციის კანონზე

✔️ დეოლიგარქიზაციის კანონის მიღება ფუჭი ძალისხმევაა, უკრაინული კანონი კაპიკად არ ვარგა - ალეკო ელისაშვილი

✔️ „ხელისუფლების დამოკიდებულება დამაბნეველია“ - კელი დეგნანი

✔️ „ივანიშვილი საჯარო პოლიტიკაში უნდა დაბრუნდეს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი