მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რეფორმის ბოლომდე მიყვანა მთავარია, რათა საბოლოოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მოსმენების კანონზე ოპოზიციის მხარდაჭერა დააკლდა. 

პრეზიდენტმა, ასევე, უმოქმედობაში მმართველი გუნდიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საჭიროა კონსენსუსის მიღწევა. 

„ნათელია, რომ მართლმსაჯულება, ან მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა არის მთავარი და მთავარი არის იმიტომ, რომ ეს არის საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან.

მოსმენების აუცილებლობის ან არა აუცილებლობის  დადგენა, როდესაც ამ ძალიან არაევროპულ კანონს დავადე ვეტო. ყველას არ ეხება, მაგრამ ნაწილს ეხება. ყველაფერი ის, რასაც ვეძახით დემოკრატიას, გადის მართლმსაჯულებაზე.

თუ არ არის მართლმსაჯულება, მაშინ არაფერი არ არის და ვართ იმის თუ ამის ნებასა და გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული. ამიტომ არის ეს სამუშაო და თქვენი რეკომენდაციები, ესოდენ მნიშვნელოვანი“. უნდა შევძლოთ ერთმანეთთან შეთანხმება. კონსენსუსის მიღწევა არის მთავარი დეპოლარიზაციის მიღწევის ნიშანი“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა ამ დონეზეა დაზიანებული, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - სალომე ზურაბიშვილი

✔️ უხერხულია, ვენეციის კომისიაში ვიღაცამ რომ გვკითხოს, რატომ იღებთ დეოლიგარქიზაციაზე კანონს, თქვენ ხომ ოლიგარქიული მმართველობა არ გაქვთო - იაგო ხვიჩია

✔️ „ვარდების რევოლუცია“ ნამდვილად გამორჩეული მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში, ქვეყანას გზა გაუხსნა უკეთესი მომავლისაკენ - ნინო ბურჯანაძე

✔️ „ვარდების რევოლუციის“ მთავარი შემოქმედი დღეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, ხოლო ნაძირალები, მკვლელები და მედროვეები ძალაუფლების ზენიტში არიან - „გირჩი - მეტი თავისუფლება“

✔️ „19 წლის წინ მიშამ და მისმა გუნდმა მოახდინეს გარღვევა და სწორედ ეს ვერ აპატია მას ტერორისტულმა სახელმწიფომ“ - ნიკა მელია