მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ სააკაშვილის ჯანმრთელობა ამ დონეზეა დაზიანებული, სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტ მიხეილ  სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. 

პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები სამედიცინო კონსილიუმს მუდმივად ხვდებიან. 

მისი თქმით, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანას მოითხოვს, მაშინ სასამართლომ ღირსეული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. 

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ყოველ დღე მოვლენებს დიდი ყურადღებით ვაკვირდები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის. ჩემი ადმინისტრაციიდან რეგულარულად ხვდებიან კონსილიუმს. დღესაც არის ჩანიშნული ასეთი შეხვედრა. 

მიმაჩნია, რომ ყველაზე სწორი გზაა, თუ ჯანმრთელობა იმ დონეზეა დაზიანებული, თუ ასეთი დასკვნა იქნება, ეს უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოზე და სასამართლომ უნდა მიიღოს ღირსეული გადაწყვეტილება.

ეს გადაწყვეტს 2 მიმართულებით პრობლემას. ერთი - ჯანმრთელობის, თუ ამ დონეზე არის დაზიანებული მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, ეს ასე არ არის. მეორე - ამით სასამართლო მოგვცემს იმის გარანტიას, რომ არის დამოუკიდებელი, რაც იქნება ქვეყნისთვის არანაკლებად მნიშვნელოვანი, თუკი დაიდება დასკვნა, რომელიც ამას მოითხოვს. ეს ყველაფერი დამოკიდებული არის  ექსპერტების დასკვნაზე“, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ ნელი სიკვდილით კვდება, უკან უკან მიდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა - მანანა ჯებაშვილი სააკაშვილზე

✔️ „თუ არ მოხდა მისი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, ექიმები დავიწყებთ შიმშილობას“ - ლევან ფერაძე სააკაშვილზე

✔️ საქართველოში დაბრუნება - სააკაშვილის ფატალური შეცდომა - BBC

✔️ მიშას ჯანმრთელობის მდგომარეობა მისმა მომხრეებმა კლოუნადად აქციეს, აბანძებენ მიხეილ სააკაშვილს - იაგო ხვიჩია

✔️ „ვიბრძოლებთ ბოლომდე, არ მოვაკვლევინებთ არსებულ რეჟიმს მიხეილ სააკაშვილს“ - გიორგი სააკაშვილი