მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ, შიდაპარტიულ ამბებზე საუბარი მიღებულია - სოფო ჯაფარიძე

სოფო ჯაფარიძე

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სოფო ჯაფარიძის განცხადებით, არსებულ მოცემულობაში, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი უმძიმეს მდგომარეობაშია, შიდაპარტიულ ამბებზე საუბარი მიღებულია.

მისივე თქმით, თვითონ ნიკა მელიას ინიციატივა იყო არჩევნები, მაგრამ შესაბამის დროს.

„თვითონ ნიკა მელიას ინიციატივა იყო არჩევნები, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო, ადგილი და ფორმა.

დღეს, როდესაც ყველასთვის, პარტიისთვის  და თითოეული ჩვენგანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული  ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა, ამაზე საუბარი უადგილო იყო.

დღევანდელი დღე იყო ჩემთვის სრულიად გაუგებარი. შიდაპარტიულ დისკუსიებში ყოველთვის გვაქვს ჩვენ იმის შესაძლებლობა, რომ დავაფიქსიროთ აზრი, მაგრამ ჩემთვის სრულიად მიუღებელია ის ფორმა რა ფორმითაც  ეს მოხდა.

ჩვენი ნომერ პირველი საზრუნავი ახლა მიხეილ სააკაშვილის საქართველოდან გაყვანაა. წარმოუდგენელია, დღეს როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ, სხვა რამეზე ვისაუბროთ“, - აცხადებს სოფო ჯაფარიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „მდგომარეობა საყურადღებოა“ - ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი ციხის კედლებში ვერ გამოჯანმრთელდება

✔️ „ექსპერტიზის დასკვნა, შესაძლოა, სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი გახდეს“ - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია, თუმცა მაქვს შინაგანი რწმენა, რომ სააკაშვილს ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის დანაშაული - იაგო ხვიჩია