მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსეთის მოქალაქეები შემოდიოდნენ ყოველთვის და ახლა დავკეტოთ საზღვარი, დღეს?! - ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

„მოქალაქეები შემოდიოდნენ რუსეთის ყოველთვის, და ახლა დავკეტოთ საზღვარი, დღეს?!“ - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა  საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების ნაკადის ზრდასთან დაკავშირებით განაცხადა. 

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით,  რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების რაოდენობა 40%-45%-ით გაიზარდა.

„კრიმინალი შეიძლება, ისედაც გაიზარდოს ან დაიწიოს. რაც მეტი ადამიანი შემოვა, ალბათობა არის იმის, რომ გაიზარდოს.

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ბოლო 5 დღის შემდეგ იყო 5 000 - 5 500 ადამიანი, გუშინ წინ იყო 11 200 და გუშინ იყო 10 500-მდე. ორ და ხუთ კაცზე ნუ გამომეკიდებით. ხვალ და ზეგ შეიძლება, უფრო გაიზარდოს. ძალიან ცოტა მოქალაქე შემოდის როგორც სომხეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან.

ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნიკურად რუსები წლებია დადიან საქართველოში და დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური? ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და ღვინოს ურიგებდა მანქანაში რუსებს, რომ შემობრძანდით, თქვენ რა შუაში ხართო. მაშინ არ გახსენდებოდათ? რუსეთის მოქალაქეები შემოდიოდნენ რუსეთის და ახლა დავკეტოთ საზღვარი დღეს?! შემოდიოდნენ და შემოვლენ“, - აცხადებს ვახტანგ გომელაური. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 🎥 ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან სამხედრო კომისარიატის მობილიზაციის პუნქტი მოეწყობა - რუსული მედია

🔴 ახლა დეზერტირი რუსები გვინდა? - ალეკო ელისაშვილი

🔴 „რუსები აპირებენ საზღვრის გადაკეტვას მამაკაცებისთვის“ - ზურაბ ბატიაშვილი

🔴 „ემზადებიან დიდი მსხვერპლისთვის, გვამები ათიათასობით დაუბრუნდებათ უკან“ - ბატიაშვილი რუსეთში ნაწილობრივ მობილიზაციაზე

🔴 რუსეთის ფედერალური სამსახური ადასტურებს, რომ ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტთან მძიმე ტექნიკა განათავსა