მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დამნაშავეები არიან, ეს არის უგუნური და დანაშაულებრივი კამპანია“ - რომან გოცირიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ

„რასაც ახლა „ქართული ოცნება“ სჩადის, ეს არის უგუნური, ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი კამპანია“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.  

მისი თქმით, „ოცნების“ კამპანიის შინაარსი მარტივია, „შეეშვით ბიძინას, თორემ ქვეყანას ავაფეთქებთ“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მმართველ გუნდს დამნაშავეებს უწოდებს. 

„რასაც ახლა „ქართული ოცნება“ სჩადის, ეს არის უგუნური, ანტისახელმწიფოებრივი და დანაშაულებრივი კამპანია, რომლის მთავარი შინაარსი არის ძალიან მარტივი, „შეეშვით ბიძინას, თორემ ქვეყანას ავაფეთქებთ“. მთელი ეს ანტიდასავლური კამპანია არის ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმოებული მისი ძალაუფლების და ფულის შესანარჩუნებლად.

დამნაშავეები არიან პირდაპირ ესენი, რასაც აკეთებენ დღეს. მათთვის არ არსებობს ქვეყნის ინტერესები, არსებობს ბიძინა ივანიშვილის ინტერესები, რომელიც შემდეგ გადაუგდებს სახრავს. მაგრამ თუ ბიძინა სახრავს თავისი ჯიბიდან აძლევდა, ახლა ბიუჯეტიდან აპარინებს ფულს“, - აცხადებს რომან გოცირიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅ „ყოველთვის ვიყავი რუსეთთან მოლაპარაკების მომხრე და ამის შემდეგაც ვიქნები“ - ნინო ბურჯანაძე

 იმასთან არ დავჯდები, მაგრამ იმავე შენობაში დავიწყებ ალტერნატიული ჯგუფების შექმნას, ეს რა არის, რას ნიშნავს?! - ალეკო ელისაშვილი 

✅ „მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა დიდი ისტორიის დასასრული იქნება“ - გრიგოლ ვაშაძე

 „სააკაშვილი ციხეში იმიტომ არ არის, რომ ქართული პოლიტიკა უნდოდა“ - გურამ მაჭარაშვილი

✅ „ახლა მისი გადარჩენის დროა“ - მინაშვილი მიხეილ სააკაშვილზე