მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საფრანგეთმა პუტინს მოუწოდა ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გადახედოს

საფრანგეთი მზადაა მონაწილეობა მიიღოს ოდესის პორტის განბლოკვის ოპერაციაში

ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით კრემლის ლიდერის მიერ გაკეთებულ განცხადებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. 

საფრანგეთი პუტინს მოუწოდებს ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გადახედოს. 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას ეხება. 

„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გამოიჩინოს პასუხისმგებლობა, რომელიც ეკისრება ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს და გადახედოს შეთანხმებას“, - ნათქვამია საფრანგეთის სამინისტროს განცხადებაში.

25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი განათავსებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს ბელარუსში, ხოლო საწყობი ივლისისთვის უნდა მომზადდეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ ნატო არ მალავს თავის მთავარ მიზანს - რუსეთის დამარცხებას და მის შემდგომ დაშლას - პატრუშევი

✔️ პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში - ექიმები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

✔️ ნატო - რუსული ბირთვული რიტორიკა საშიში და უპასუხისმგებლოა

✔️ ლიეტუვა ბელარუსში რუსეთის ბირთვული გეგმის გამო სანქციების დაწესებას მოითხოვს

✔️ ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ჯერ ვერ ხედავს რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში გადატანის ნიშნებს

✔️ მოსკოვი და მინსკი ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე შეთანხმდნენ