მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არცერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება - ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალზე

ზურაბ აზარაშვილი

რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალის პროტესტს ჟურნალისტებთან საუბარში ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გამოეხმაურა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთ თანამშრომელს არ ემუქრება სამსახურის გარეშე დარჩენა. 

„სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებით შემიძლია მეც დაგიდასტუროთ, ისევე როგორც პრემიერმა, რომ არცერთი სამედიცინო პერსონალი, არცერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება. რეორგანიზაციის შესახებაც მინდა კარგად გაერკვეთ, რეორგანიზაცია ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებას და იმ წერილს თუ კარგად წაიკითხავთ, იქ დეტალურად არის განმარტება გაკეთებული. არცერთ ექიმს, ექთანს, სანიტარს არანაირი პრობლემა დასაქმების და შესაბამისი ანაზღაურების კუთხით არ შეექმნებათ“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. 

მისივე თქმით, მომდევნო კვირას დეტალური პრეზენტაცია იქნება, სადაც პერსონალს ყველაფერს გააცნობენ. 

„არაფერი დასამალი არ გვაქვს. ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან კარგ საქმეს და აქ არაფერია დასამალი“, - აცხადებს აზარაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ საფრანგეთმა პუტინს მოუწოდა ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას გადახედოს

✔️ ნატო არ მალავს თავის მთავარ მიზანს - რუსეთის დამარცხებას და მის შემდგომ დაშლას - პატრუშევი

✔️ პროტესტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში - ექიმები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

✔️ ნატო - რუსული ბირთვული რიტორიკა საშიში და უპასუხისმგებლოა

✔️ ლიეტუვა ბელარუსში რუსეთის ბირთვული გეგმის გამო სანქციების დაწესებას მოითხოვს

✔️ ჯონ კირბის განცხადებით, აშშ ჯერ ვერ ხედავს რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში გადატანის ნიშნებს