მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შეგეწერა დაჩი - ანი წითლიძე დაჩი ბერაიას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძემ პარლამენტის მიერ პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ, ამავე კანონპროექტის ერთ-ერთ ავტორს დაჩი ბერაიას მიმართა. 

„შეგეწერა დაჩი. რა გიქნეს ხომ ხედავ? ამისთვის უნდა გესწავლა ანბანი ბოლომდე“, - მიმართა წითლიძემ ბერაიას.

ამის საპასუხოდ კი დაჩი ბერაიამ ანი წითლიძეს უთხრა, რომ ის სამეგრელოს არცხვენს. 

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი  ჩააგდო. 

მმართველმა გუნდმა ე.წ. აგენტების კანონის გაწვევის გადაწყვეტილება დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ პარლამენტმა ე.წ. აგენტების კანონპროექტი ჩააგდო

✔️ ბოლოს და ბოლოს მმართველმა პარტიამ ქართველ ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს მოუსმინა - კელი დეგნანი

✔️ 2008 წლის აგვისტოს გამეორების შემთხვევაში, ლოლიაობის გარეშე, პირდაპირ თბილისს დაარტყამენ - სიმონიანი

✔️ ვინ გითხრათ რომ კანონი რუსულია? - დაჩი ბერაია