მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შერიგება შეუძლებელია პოლიტიკურ ვითარებაში, სადაც წარმოდგენილია „ნაციონალური მოძრაობა“ - კახა კალაძე

თბილისი მერი ბრიფინგზე 2020

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ არსებობის პირობებში საყოველთაო შერიგებაზე საუბარი შეუძლებელია. 

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციას და სიძულვილს ეფუძნება. 

„მე მგონია, რომ (შერიგება) შეუძლებელია დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაში, სადაც წარმოდგენილია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დაფუძნებულია დესტრუქციაზე, სიძულვილზე, ბოროტებაზე და ყველაფერ ცუდზე, რაც კი შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, მე ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება“, - აღნიშნა მერმა ჟურნალისტებთან. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „იმედია, პრეზიდენტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას“ - მამუკა ხაზარაძე

👉 მამუკა მდინარაძე: შერიგების დიადი იდეით გამოვიდნენ მაშინ, როცა ყველაფერი წააგეს და მიხვდნენ, რომ არანაირი შანსი აღარ აქვთ

👉 „საზოგადოებას და ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად“ - სააკაშვილის წერილი ციხიდან