მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შევიწროებას ვგმობ როგორც ქალი და როგორც პრეზიდენტი, გრცხვენოდეთ - პრეზიდენტი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტელეწამყვან თათია სამხარაძესთან დაკავშირებულ პროცესს გამოეხმაურა და თქვა, რომ ხელისუფლება მოძალადეს აგულიანებს.

„შემაშფოთებელია ჩვენს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ქალზე ძალადობისა და კიდევ უფრო მისი სხვადასხვა ფორმით გამართლებისა. გაუმართლებელს ამართლებენ თავიანთი სამარცხვინო ქილიკით, რაც ხუმრობა ჰგონიათ. ქალებიც, რომლებსაც საზოგადოებრივ სახეზე პრეტენზია გააჩნიათ. 

ასეთი არაცივილიზებული, არასაზოგადოებრივი, არასოლიდარული მიდგომა ჩემთვის გაუგებარია როგორც ადამიანურად ასევე მორალურად. რაც იწყება სიტყვიერი ძალადობით, ხშირად ფიზიკურით გრძელდება და რიგ შემთხვევაში ფემიციდის ტრაგიკული შემთხვევითაც სრულდება. 

შევიწროებას, თავდასხმას, სიტყვიერს თუ ფიზიკურს კატეგორიულად ვგმობ. ვგმობ პირველ რიგში როგორც ქალი და ვგმობ როგორც პრეზიდენტი. ვგმობ იმას, რასაც ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ტრადიციებთან, ჩვენს ზრდილობასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია, რასაც შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს საქართველოს და რომლის ისტორიას იცნობენ როგორც ძლიერი ქალების ქვეყანას. 

ჩვენი ისტორიის და რეპუტაციის შელახვას თან ახლავს ასევე პოლიტიკური ზიანი. იმ დროს როცა ხელისუფლება თავს აწონებს 12 რეკომენდაციებიდან იმ ნაწილის შესრულებით, რომელიც ეხება ქალთა უფლებებს და გენდერს, გამოდის რომ ერთი ხელით ვაუქმებთ ქაღალდზე დატანილს, მეტიც ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, თუნდაც სიტყვიერად, პირიქით მოძალადეს აგულიანებს და მსხვერპლს ამით, გამეორებით ეძალადება.  ეს ჩვენს ქვეყანას არ ეკადრება, უნდა გრცხვენოდეთ“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

ცნობისთვის, თათია სამხარაძემ POSTV-ის ხელმძღვანელ შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „იმედში“ ყოფნის დროს 2016 წელს სექსუალური შევიწროების გამო უჩივლო. სამხარაძემ დავა მოიგო.

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️ მორალური უფლება არ აქვთ ასე ისაუბრონ, პრეზიდენტი სააკაშვილი კიდევ ბევრ ჯილდოს მიიღებს - ხაბეიშვილი

✔️ ყველა ქალი უნდა მივიდეს და ფიზიკურად დაიცვას - ხატია დეკანოიძე თათია სამხარაძეზე

✔️ ომბუდსმენი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და მზადყოფნას გამოთქვამს მომართვის შემთხვევაში მათი საქმეები შეისწავლოს

✔️ სამარცხვინოა, როდესაც კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს - წულუკიანი სააკაშვილზე