მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შევწყვიტე ფიქრი, დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება - ჭიაბერაშვილი ენმ-ს თავმჯდომარეობაზე

პოლიტიკოსი

ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე ფიქრი შეწყვიტა, - ამის შესახებ ჭიაბერაშვილმა „მთავარი არხის“ეთერში  განაცხადა.

ჭიაბერაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულმა ბოლო ცნობებმა აბსოლუტურად მეათეხარისხოვანი გახადა თავმჯდომარის არჩევნებიც.

„რა მორალით უნდა გაუსწოროთ სარკეში საკუთარ თავს თუ ეს ადამიანი მოკვდება და პუტინი და ივანიშვილი ხაზს გაუსვამენ იმ პატარა წარმატებას, რაც ამ 30 წლის განმავლობაში გვქონდა. 

თავმჯდომარეობის საკითხს რომ დავუბრუნდე, შევწყვიტე ფიქრი, დაწყნარდით, არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვისაც გინდათ ლიდერობა, ერთმანეთს დაურეკეთ და ხვალ ერთად დაენახეთ ხალხს - აჩვენეთ, რომ პარტია არ გაიხლიჩება და რომ არჩევნები როგორც არ უნდა დამთავრდეს, გამარჯვებული დამარცხებულს და დამარცხებული გამარჯვებულს გაუწვდის ხელს.

გაცილებით მწარე იქნება ის შედეგი, რაც შეიძლება ამ არჩევნების შემდეგ დადგეს, თუ ადამიანებს ერთიანობის განცდა არ აქვთ და არ აქვთ იმის განცდა, რომ რომ ივანიშვილს და პუტინს მხოლოდ ერთიანობით შეიძლება მოვუგოთ“, - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „არსებობს საშიშროება, კიდევ უფრო დამძიმდეს მდგომარეობა“ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

✔️ არ გრცხვენიათ? ოღონდ ქულები დაიწერონ და ხან მოწამვლას აბრალებენ, ხან ცუდად ყოფნას - ირაკლი ზარქუა

✔️ „მიხეილ სააკაშვილი დაუმალეს საზოგადოებას“ - ეკა ხერხეულიძე

✔️ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლონ - მარიამ ჯიშკარიანი

✔️ სადღაც რომ დგები, მოგების იმედი ხომ უნდა ჰქონდეს? - ბაჩო დოლიძე ჭიაბერაშვილს