მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილი დაუმალეს საზოგადოებას“ - ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

„მიხეილ სააკაშვილი დაუმალეს საზოგადოებას, დაუმალეს მისი ჯანმრთელობის განადგურებული მდგომარეობა“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა. 

ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტის მკურნალობა საქართველოში შეუძლებელია და აუცილებელია მისი გაყვანა საზღვარგარეთ.

„გარედან აკვირდება საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, მაგრამ მასთან შემხვედრ ადამიანებს აქვს ის ობიექტური ინფორმაცია, რეალურად როგორ იმყოფება, ვინც მასთან შედის. ერთ-ერთი გახლავართ მეც.

მეც წარმოუდგენლად მეჩვენებოდა ხელისუფლების მხრიდან დაშვება, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უფლება მიეცათ დღეს მოსულიყო სასამართლოში და საზოგადოებას ენახა ის ობიექტური გარემოება, როგორ ვითარებაშიც იმყოფება საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

გამართლდა ჩემი ვარაუდი, დღეს არ მოიყვანეს მიხეილ სააკაშვილი აქ და ერთადერთი ახსნა აქვს ამას, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე მდგომარეობს ერთ ფაქტორში - მიხეილ სააკაშვილი დაუმალეს საზოგადოებას, დაუმალეს მისი ჯანმრთელობის განადგურებული მდგომარეობა და არცერთ შემთხვევაში არ შეეცდებიან თავიანთ პოლიტიკურ ნარატივს გადაუხვიონ, როდესაც ისინი ამბობენ და მუდმივად ხაზს უსვამენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არაფერი სჭირს ისეთი, რისი მკურნალობაც აქ არ შეიძლება.

დღეს გავიგეთ, ტრანსპორტირებაც სარისკო ყოფილა, სადაც პირველად დაემთხვევა ჩვენი პოზიციები ერთმანეთს. დიახ, ბატონებო! სარისკოა მისი ტრანსპორტირება და კიდევ უფრო მეტად სარისკო გახდება დროის გაყვანის შემთხვევაში, ის დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ მესამე ქვეყანაში და აღმოუჩინონ დახმარება იმისთვის, რომ უბრალოდ სიცოცხლე შეძლოს“, - აცხადებს ეკა ხერხეულიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ არცერთ შემთხვევაში, არცერთ ეტაპზე სააკაშვილის აქ ყოფნისას სასამართლოში წაყვანის და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია - ნინო ნადირაძე

✔️ სადღაც რომ დგები, მოგების იმედი ხომ უნდა ჰქონდეს? - ბაჩო დოლიძე ჭიაბერაშვილს

✔️ კეზერაშვილი მონებად ყიდულობს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებს და ისინი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან - თამარ ჩერგოლეიშვილი

✔️ „მორიგ კლოუნადას ვაწყდებით“ - ბაჩო დოლიძე ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

✔️ 🎥 „საქართველოს 5 წელიწადში გავხდიდი ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად“ - მამუკა ხაზარაძე