მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სადღაც რომ დგები, მოგების იმედი ხომ უნდა ჰქონდეს? - ბაჩო დოლიძე ჭიაბერაშვილს

ბაჩო დოლიძე და ზურაბ ჭიაბერაშვილი

ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ბატონ ზურას {ჭიაბერაშვილი} გულწრფელად აქვს იმედი, რომ გაიმარჯვებს?! - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა. 

ბაჩო დოლიძე მიიჩნევს, რომ ზურა ჭიაბერაშვილი არჩევნებში რაღაც ინტერესების გამო ჩაერთო.

„არ მჯერა ამ მოცემულობაში დამოუკიდებელი სვლების. საუბარი იმაზე, რომ რაღაც ამომრჩევლის სეგმენტაცია მოხდეს და ყველაფერი გაკეთდეს, რომ ეგებ მეორე ტური ჩატარდეს, შესაძლებელია, ეს გათვლა იყოს. 

სადღაც რომ დგები, მოგების იმედი ხომ უნდა ჰქონდეს? ჩემი პატივისცემის მიუხედავად, ბატონ ზურას გულწრფელად აქვს იმედი, რომ გაიმარჯვებს?! მე არ ვიცი რა ლოგიკაა“, - აცხადებს ენმ-ის წევრი. 

ცნობისთვის, ზურაბ ჭიაბერაშვილმა  განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისთვის არჩევნებში მონაწილეობას ფიქრობს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ კეზერაშვილი მონებად ყიდულობს პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, აქტივისტებს და ისინი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნიან - თამარ ჩერგოლეიშვილი

✔️ „მორიგ კლოუნადას ვაწყდებით“ - ბაჩო დოლიძე ენმ-ში მიმდინარე პროცესებზე

✔️ 🎥 „საქართველოს 5 წელიწადში გავხდიდი ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავად“ - მამუკა ხაზარაძე

✔️ „არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება“ - ზურაბიშვილი

✔️ ბოლო დროს ქალბატონი სალომე ისეთ განცხადებებს აკეთებს, მცდელობა აქვს, „ნაცების“ ნარატივში ჩაჯდეს, ადამიანი არის არაადეკვატურობა - ირაკლი ზარქუა