მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შიდა არჩევნების პერიოდში სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაცია ყველაზე დიდი შეცდომა იყო - ხატია დეკანოიძე

პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე

„ევროსაბჭოს ასამბლეის მომხსენებლების რეკომენდაცია დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს, რაც ითვალისწინებს უცხოელი ექიმების ჩამოსვლას, სააკაშვილთან შესვლას და ადეკვატური ანგარიშის დადებას“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ პირველ არხს განუცხადა. 

დეკანოიძის თქმით, ძალიან შეწუხებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით.

„ჩვენ არ ვართ ექიმები და ვერ გეტყვით პატიმრის ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორი შეიძლება იყოს – დეპრესია, სტრესი. ამან შეიძლება, ბევრი რამ განაპირობოს. ეს ზუსტად ისაა, რასაც კონსილიუმის წევრები ამბობენ. რა მდგომარეობაშიც არის, იმის საფუძველს ქმნის, რომ ფიზიოლოგიურად ძალიან სერიოზული დარღვევები და ცვლილებები ჰქონდეს.

ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა მესმის, მაგრამ საქმე გვაქვს მესამე პრეზიდენტთან, პრეზიდენტის პატიმრობაა და ქვეყნისთვის მომავალი ექვსი თვე ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახმა და ხელისუფლებამ ყოველგვარი პოლიტიკური კომპონენტის გარეშე ჰუმანიტარული მიზნით შეთანხმებას მიაღწიონ. ყველაზე დიდი შეცდომა იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულაცია შიდა არჩევნების პერიოდში. ეს ძალიან სერიოზული შეცდომა იყო“, - აცხადებს დეკანოიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

✔️  საშიშ და არაპროგნოზირებად გარემოში, კიდევ უფრო აშკარაა რომ უსაფრთხოება არ არის მხოლოდ რეგიონალური საკითხი - სტოლტენბერგი

✔️ სასწრაფოდ გვჭირდება გაეროს უშიშროების საბჭოს რეფორმა - ერდოღანი

✔️ ბილ კლინტონის განცხადებით, ნანობს თავის ჩართულობას უკრაინის ბირთვულ განიარაღებაში

✔️ გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა „კობზონის კონცერტზე“ ჯამში 176 ათასზე მეტი რუსი ოკუპანტი გაგზავნეს

✔️ დაე, ფინეთი იყოს გაკვეთილი პუტინისთვის - ბენ უოლესი