მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თანამდებობებს ინაწილებენ... ნახევარი საათი არ გასულა, რაც სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს - ხაბეიშვილი მელიაზე

ლევან ხაბეიშვილი და ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში ამავე პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ბრიფინგს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის პარტიის მოქმედი თავმჯდომარისგან სულ სხვა თემაზე საუბარს ელოდა.

„ჩვენს [ჩემსა და ნიკა მელიას] შორის განსხვავება არის დამოკიდებულებებსა და მიდგომებში. დღეს კოვიდი დაუდასტურდა პრეზიდენტ სააკაშვილს, არის უმძიმეს მდგომარეობაში. ეს ადამიანი [მელია] ამბობდა, რომ თუ სააკაშვილს არ გადაიყვანენ, ყველაფერი ისე ვერ გაგრძელდებოდა და დღეს აგერ თანამდებობებს ინაწილებენ - ნახევარი საათი არ გასულა, რაც სააკაშვილის მძიმე მდგომარეობა გამოაცხადეს. როდესაც გავიგე, რომ 21:00 საათზე ნიკა ბრიფინგს ატარებდა, ვიფიქრე, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე იტყოდა რამეს, იტყოდა როგორ უნდა ვიმოქმედოთ და ამასობაში შემოგვთავაზა გაუგებარი თანამდებობების გადანაწილება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, პარტიის არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის თანამდებობაზე გიორგი კირთაძე დაინიშნება.

👉 „სააკაშვილს 2 დღის წინ დაეწყო მაღალი ტემპერატურები, შემცივნება, სახსრების ტკივილი“ - „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი

👉 „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა“ გამოაცხადეს, დიდი ბოდიში, კინოს რიმეიქი გამიგია, მაგრამ ისტორიის არა - გია ხუხაშვილი

👉 ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას, შესაძლოა, „აბრაამსის“ ტიპის ტანკები გადასცეს - WSJ