მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„სააკაშვილს 2 დღის წინ დაეწყო მაღალი ტემპერატურები, შემცივნება, სახსრების ტკივილი“ - „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი

სამედიცინო ცენტრ „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებ Pia.ge-სთან ისაუბრა. 

ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილს კორონავირუსის სიმპტომები 2 დღის წინ გამოუვლინდა, მისი დაინფიცირების სავარაუდო წყაროს კი ეპიდემიოლოგიური სამსახური იკვლევს. 

„შემიძლია გითხრათ, რომ პაციენტს 2 დღის წინ დაეწყო მაღალი ტემპერატურები, შემცივნება, სახსრების ტკივილი, ანუ ის, რაც დამახასიათებელია კოვიდის კლინიკური სურათისთვის, ამიტომ ეჭვი იქნა მიტანილი კოვიდზე და გაკეთდა ჯერ სწრაფი ტესტი, რომელმაც აჩვენა დადებითი პასუხი და შემდეგ გაკეთდა PCR ტესტი, რომლის პასუხიც დადებითი აღმოჩნდა და დადასტურდა კოვიდინფექცია.

რაც შეეხება წყაროს, ეპიდემიოლოგიური სამსახური საქმის კურსშია და იკვლევს, თუ საიდან შეიძლებოდა დაინფიცირებულიყო პაციენტი“, - განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ Pia.ge-სთან საუბრისას. 

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

⭕ ვიმედოვნებთ, აფხაზეთსა და საქართველოს შორის სამგზავრო ტრანსპორტი გაიხსნება, მოლაპარაკებები მიდის - სოჭის პორტის დირექტორი

⭕ დასავლეთმა პუტინს უკანასკნელი ულტიმატუმი წაუყენა - გუდკოვი

⭕ სადაც არ უნდა წავიდე, დასავლელი კოლეგები ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ მასპინძელ ქვეყნებზე და აიძულონ ისინი, მოიქცნენ ისე, როგორც აშშ-ს სურს - სერგეი ლავროვი

⭕ „საგაზაფხულო შეტევა“ - რა შეიძლება იყოს პუტინისა და ზელენსკის შემდეგი ნაბიჯი?