მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე Pia.ge

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა. 

„მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. არ არის გამორიცხული რეანიმაციაში გადაიყვანონ“, - ამბობს სააკაშვილის ადვოკატი. 

როგორც PIA.GE-სთან საუბარში კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ განაცხადა, უცნობია თუ ვისგან გადაედო სააკაშვილს კორონავირუსი.

„ამ წუთში ბათუმში ვარ და ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. უბრალოდ, ვერ გავიგეთ საიდან ინფიცირდა... ჩვენ ექთანზე, ვისზეც გვქონდა ეჭვი, მას PCR ტესტით არ დაუდასტურდა კოვიდი, არც სტაფს, ვისთანაც შეხება ჰქონდა. ამიტომ, მოძიების პროცესში ვართ. ჯერჯერობით, ინფექციონისტმა გასინჯა და მკურნალობა დაწყებულია", - აცხადებს ნადირაძე.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

ვიმედოვნებთ, აფხაზეთსა და საქართველოს შორის სამგზავრო ტრანსპორტი გაიხსნება, მოლაპარაკებები მიდის - სოჭის პორტის დირექტორი

დასავლეთმა პუტინს უკანასკნელი ულტიმატუმი წაუყენა - გუდკოვი

სადაც არ უნდა წავიდე, დასავლელი კოლეგები ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ მასპინძელ ქვეყნებზე და აიძულონ ისინი, მოიქცნენ ისე, როგორც აშშ-ს სურს - სერგეი ლავროვი

„საგაზაფხულო შეტევა“ - რა შეიძლება იყოს პუტინისა და ზელენსკის შემდეგი ნაბიჯი?