მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცეზარ ჩოჩელი: არ შეიძლება ქვეყნის უმსხვილესი პოლიტიკური პარტია დარჩეს პოლიტიკურ პროცესების მიღმა

არ შეიძლება ქვეყნის უმსხვილესი პოლიტიკური პარტია დარჩეს პოლიტიკურ პროცესების მიღმა

პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ წევრმა, ცეზარ ჩოჩელმა სატელევიზიო ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში არ შესვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უმსხვილესი პოლიტიკური პარტია პოლიტიკურ პროცესების მიღმა არ უნდა დარჩეს.

„არ შეიძლება ქვეყნის უმსხვილესი პოლიტიკური პარტია დარჩეს პოლიტიკურ პროცესების მიღმა. როდესაც ბოიკოტი გამოცხადდა მთელი ოპოზიციური სპექტრი იყო ერთიანი და გამართლებული იყო, რომ ენმ ყოფილიყო ამ ბრძოლის ავანგარდში, როგორც შემდგომ აღმოჩნდა ოპოზიციური პარტიის ნაწილმა გადაწყვიტა დამოუკიდებლად პარლამენტში შესვლა“, - აღნიშნა ცეზარ ჩოჩელმა.

მისი თქმით, როდესაც პარტია ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის 2/3 ფლობს აუცილებლად წარმოდგენილი უნდა იყოს პარლამენტში:

ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს წარმოდგენილი პარლამენტში იმიტომ, რომ ის წარმოადგენს დღეს ქვეყანაში ძირითად ოპოზიციურ ძალას. კატეგორიულად მიუღებელია სანახევროდ შესვლა და გასვლა, პროცესებში ან უნდა მივიღოთ მონაწილეობა ან არ უნდა მივიღოთ მონაწილეობა“, - განაცხადა ჩოჩელმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:✅

„ენმ რაც უფრო სწრაფად ჩაერთვება საპარლამენტო საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება ამ პარტიისთვის“

მოსახლეობა დაიღალა ნაცმოძრაობის მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც შეუსვლელობით“