მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ ევროკავშირის პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნიან, ადამიანები ისევ დადგებიან ქუჩაში - ხათუნა სამნიძე „ოცნებაზე“

პოლიტიკოსები

ოპოზიციონერი დეპუტატის ხათუნა სამნიძის განცხადებით, თუ „ოცნება“ ევროკავშირის პერსპექტივას საფრთხეს ისევ შეუქმნის, ადამიანები ისევ დადგებიან ქუჩაში. 

„ყველა განცხადებით, რომელიც გვესმის ჩვენი პარტნიორებისგან, ჩანს, რომ ისინი დგანან ჩვენი ქვეყნის გვერდით, ხალხის გვერდით და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უშვებს სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომებს და მიზანმიმართულადაც ხელს უშლის ჩვენს ევროპულ მომავალს საკუთარი გადაწყვეტილებებით, ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან, ჩვენი საზოგადოებისგან, რომ ჩვენ ვაიძულებთ „ქართულ ოცნებას“, შეასრულოს 12 პუნქტი. 

ვფიქრობ, იმ აქციებისა და პროტესტის შემდეგ, რაც იხილა „ქართულმა ოცნებამ“, კარგად უნდა გაიაზროს, რომ თუ ისინი ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნიან, თითოეული ადამიანი ისევ დადგება ქუჩაში და ისევ მოითხოვს „ქართული ოცნებისგან“ 12 პუნქტის შესრულებას“, - აცხადებს ხათუნა სამნიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 მამაჩემს ძალიან სურს სიცოცხლე, გულახდილად გეტყვით, ბევრი ჩვენგანი მისი საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი იყო - ედურდ სააკაშვილი მამაზე

👉 „მოკვდება, თუ არ გათავისუფლდება ციხიდან“ - ბილ ბრაუდერი სააკაშვილზე

👉 პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს - ხაზარაძე მერაბიშვილის განცხადებაზე