მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამაჩემს ძალიან სურს სიცოცხლე, გულახდილად გეტყვით, ბევრი ჩვენგანი მისი საქართველოში დაბრუნების წინააღმდეგი იყო - ედუარდ სააკაშვილი მამაზე

მესამე პრეზიდენტის შვილი

„გულახდილად გეტყვით, ბევრი ჩვენგანი მისი [მიხეილ სააკაშვილის] საქართველოში  დაბრუნების წინააღმდეგი იყო, ვიცოდით რით დასრულდებოდა, ვიცოდით, რომ არსებობდა დაკავების დიდი რისკი“, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა. 

ედუარდ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის მზად არ იყო იმისთვის, რომ სააკაშვილს ბრძოლა საკუთარი სიცოცხლისთვის მოუწევდა.

მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი დასუსტებულია და მისი მდგომარეობა უარესდება. 

„გულახდილად გეტყვით, ბევრი ჩვენგანი მისი [მიხეილ სააკაშვილის] საქართველოში  დაბრუნების წინააღმდეგი იყო, ვიცოდით რით დასრულდებოდა, ვიცოდით, რომ არსებობდა დაკავების დიდი რისკი. ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე, მაგრამ ის მტკიცე და ურყევი იყო საკუთარი პრინციპების მიმართ. დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ დავიწყე საკუთარი თავის შემზადება, რომ შესაძლებელი იყო, მართლაც დაბრუნებულიყო მამა საქართველოში და წასულიყო დიდი ხნით ციხეში. ის, რისთვისაც  მზად არ ვიყავით იყო ის, რომ ბრძოლა მოუწევდა საკუთარი სიცოცხლისთვის.

როდესაც ვნახულობ, ყოველ ჯერზე  სულ უფრო მეტად დასუსტებული მხვდება და მისი მდგომარეობის გაუარესების სიმპტომებიც სულ უფრო ცხადი ხდება. ამაზე რომ მელაპარაკა საჯაროდ, 6 თვის ან 1 წლის წინ, საქართველოს მთავრობის ხაზი იყო ნათელი, რომ ეს ყველაფერი ფეიკია, ახლახან კი შეცვალეს ტონი.

1 თვის წინ, მას შემდეგ, რაც ბევრმა უცხოელმა ექიმმა დაასკვნა, რომ მამაჩემის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უმძიმესი იყო, საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და თქვეს, რომ დიახ, სააკაშვილის ჯანმრთელობა უარესდება და საფრთხე ემუქრება. ახლა საქართველოს მთავრობა უკვე აღიარებს, რომ ფეიკი აღარაა ის, რაც ხდება და საფრთხე რეალურია.

ამის გარდა, ამატებენ, რომ საქმე გვაქვს თვითმკვლელობასთან და ლეტალური შედეგი იქნება მის მიერ გამოწვეული, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს ასე არ არის. მამაჩემს ძალიან სურს სიცოცხლე და ჩვენ სწორედ ამიტომ ვართ აქ, გვინდა დავეხმაროთ“, - აცხადებს ედუარდ სააკაშვილი. 

ედუარდ სააკაშვილმა ევროპარლამენტსა და დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 „მოკვდება, თუ არ გათავისუფლდება ციხიდან“ - ბილ ბრაუდერი სააკაშვილზე

👉 პროვოკაცია, რომელიც ბიძინას და „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს - ხაზარაძე მერაბიშვილის განცხადებაზე

👉 „ამ კანონმა მკვდარიც კი გააღვიძა“ - გიორგი მელაშვილი

👉 პრორუსულმა ძალებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს

👉 სპეცრაზმისა და მომიტინგეების დაპირისპირებაში, ევროპა იყო სპეცრაზმის მხარეს - კობახიძე