მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თუ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, საქართველო სრულად დისკრედიტირებული იქნება - ოლეგ ჟდანოვი

სამხედრო ექსპერტი

„პუტინი სარგებლობს ნებისმიერი დაპირისპირებით, ნებისმიერ ადგილას“, -  ამის შესახებ უკრაინელმა სამხედრო ექსპერტმა, ოლეგ ჟდანოვმა განაცხადა

ჟდანოვი აცხადებს, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია.

მისივე განცხადებით, სააკაშვილთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაცია დასავლეთის თვალში საქართველოს სრულ დისკრედიტაციას ახდენს.

„ჩემი აზრით, რუსეთმა თითქმის მოაგვარა საქმე საქართველოსთან. მეჩვენება, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩატარებული სპეცოპერაცია დასავლეთის თვალში საქართველოს სრულ დისკრედიტაციას ახდენს.

თუ დაიჯერებთ, იმ ვერსიის, რომ ეს არის რუსული სპეცსამსახურების მხრიდან მის მოწამვლის სპეცოპერაცია, და ღმერთმა დაიფაროს, თუ ის [მიხეილ სააკაშვილი] ციხეში მოკვდება, მაშინ საქართველო, როგორც დემოკრატიული ქვეყანა, სრულად დისკრედიტირებული იქნება.

და მაშინ საქართველოს ხელმძღვანელობას დასავლეთთან დაახლოების შანსი არ ექნება. მათ ექნებათ ერთი ვარიანტი - რუსეთის ფედერაციასთან დაახლოება.  ვიცი, რომ აფხაზეთში [რუსები] აგრძელებენ სოფლების მიტაცებას. ჯარის ბოლო გადაადგილება ზაფხულში დაფიქსირდა. ეს არის საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის ინსტრუმენტი“, - განაცხადა ჟდანოვმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ უკრაინელი ჯარისკაცები უახლოვდებიან კრემინას, პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქს - NYT

✔️ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს სვატოვე-კრემინას მიმართულებით - საბრძოლო რუკა

✔️ რუსეთის ფედერაციის ძალები ბახმუტის მიმართულებით ამოწურულია - ISW

✔️ რუსეთი დღეს უკვე დამარცხდა - ნატოს ძალების ყოფილი მეთაური

✔️ მედვედევი აცხადებს, რომ მოღალატეები, რომლებსაც სამშობლო ეზიზღებათ, რუსეთში აღარასდროს უნდა შეუშვან