მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

მელიტოპოლში „კადიროველებმა“ რუსი პროპაგანდისტი გააუპატიურეს

რუსი ჟურნალისტი ოლგა ზენკოვა

დროებით ოკუპირებულ მელიტოპოლში „კადიროველებმა“ NTV-ის რუსი პროპაგანდისტი გააუპატიურეს და ოპერატორი სცემეს.

ტელეგრამის არხის Look for Your Own-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციაში ამ თემაზე ახალი ამბების გაშუქება აკრძალული იყო, თუმცა, არხმა უკვე მიმართა რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს.

როგორც აღნიშნულია NTV-ის განცხადებაში რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისთვის, პროპაგანდისტი ოლგა ზენკოვა და ოპერატორი არტემ ეპიფანოვი ქალაქში სარედაქციო დავალებით იმყოფებოდნენ. 17 იანვარს ისინი ვორონცოვსკის რესტორანში სადილობდნენ, როდესაც თავს დაესხნენ დამპყრობლები, რომლებმაც თავი „ახმატის ბატალიონის მებრძოლებად“ წარმოადგინეს.

ინციდენტის შედეგად ოპერატორმა ეპიფანოვმა საშუალო სიმძიმის დაზიანებები მიიღო, პროპაგანდისტი კი გააუპატიურეს. როგორც არხმა აღინიშნა, ოკუპანტების მიერ კონტროლირებადმა „სამართალდამცავმა ორგანოებმა“ უარი თქვეს ამ საქმის გამოძიებაზე.

NTV-ის ვებგვერდი აღნიშნავს, რომ ოლგა ზენკოვა ნამდვილად მუშაობს მათთან. ზენკოვა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს სანქციების ქვეშაა ანტიუკრაინული პროპაგანდის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ბაჩო დოლიძემ, აკაკი მინაშვილმა და გიორგი პატარაიამ „ნაცმოძრაობაში“ თანამდებობები დატოვეს

👉 პირველი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში, ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე - მეუფე ნიკოლოზი „ვივამედში“ არ შეუშვეს

👉 ყველასთვის ცხადია, რომ „ნაცმოძრაობაში“ არჩევნები გაყალბდა, პარტიის წევრებს მოვუწოდებ, დატოვონ „ნაცმოძრაობა“ - იაგო ხვიჩია

👉 „ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე“ - ნონა მამულაშვილი ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებაზე

👉 რუსეთმა, შესაძლოა, მობილიზაციის მორიგი ტალღა განახორციელოს - ბრიტანული დაზვერვა