მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბათუმის ბულვარში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

დაპატიმრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის
გამოძიების ფარგლებში ერთი პირი - 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ბულვარში მდებარე ე.წ. ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი - 2014 წელს დაბადებული დ.პ. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“, - აცხადებენ შსს-ში. 

ცნობისთვის, ბათუმის ბულვარში უბედური შემთხვევა მოხდა. ბულვარში უეცრად მოვარდნილმა ქარმა ბატუტი გაიტაცა, რომელზეც ბავშვები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად კი ერთი მათგანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ: 

✔️ სი ძინპინი მომავალ კვირას რუსეთს ეწვევა - Reuters

✔️ მებრძოლი, რომელიც „დიდება უკრაინას“ თქმის შემდეგ ოკუპანტებმა სიკვდილით დასაჯეს, მოლდოვის მოქალაქე ალექსანდრ მაციევსკი იყო

✔️ კახა კალაძის განცხადებით, უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება

✔️ რიში სუნაკის განცხადებით, უფრო ძლიერი ჩინეთი მსოფლიო წესრიგისთვის სისტემური გამოწვევაა

✔️ ხელისუფლებამ რისკები ვერ გათვალა - ვიქტორ ყიფიანი ე.წ. აგენტების კანონთან დაკავშირებულ მოვლენებზე