მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხალხო, დაფიქრდით ერთ რამეზე, თქვენ თუ რუს აგენტებს ამხელთ, ეს არის დასჯადი“ - სოსო გოგაშვილის შვილი

უს-ის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილი

სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილის შვილმა ნიკოლოზ გოგაშვილმა განაცხადა, რომ მამამისს რუსი აგენტების მხილების გამო სჯიან. გარდა ამისა, ნიკოლოზ გოგაშვილის თქმით, სოსო გოგაშვილს ერთ-ერთი არხისთვის მიცემული ინტერვიუს გამო ედავებიან.

„ხალხო, დაფიქრდით ერთ რამეზე, ხელისუფლება გვეუბნება, თუ თქვენ სადმე გაიგებთ, რომელიმე რუს აგენტზე ინფორმაციას, ან ისეთ ხალხზე, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებზე მუშაობენ, თქვენ თუ ამას ამხელთ, ეს არის დასჯადი. ეს არის მიუღებელი აქაური ხელისუფლებისთვის.

სასაცილო არის ის, რომ ედავებიან ინტერვიუს, სადაც ჟურნალისტი ეკითხება, ამ პიროვნებებს თუ იცნობთ, იქ რომ მამაჩემი პასუხობს, გაურჩევადია, ვინ არის, იმიტომ, რომ ცუდი ხარისხით არის ფოტოო. ესენი კი გვეუბნებიან, შენ არ უნდა ამხილო მტერი, არ უნდა ამხილო აგენტი, პირიქით, ხელი უნდა დააფარო, წაახალისო, გააძლიერო და ქვეყანა შეაჭმევინო“, - განაცხადა ნიკოლოზ გოგაშვილმა.

ცნობისთვის, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი დააკავეს. როგორც სუსში აცხადებენ, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 🎥 სოსო გოგაშვილი დააკავეს

👉 „მამაჩემი დიდი ხანია ებრძვის რუსული მმართველობის სქემას“ - სოსო გოგაშვილის შვილი

👉 „რაო, „ჩიტო“, გოგაშვილო, როგორ იყო უკრაინელებს რომ უთხარი ნადირაძე იჯდება 20 წელიო?“ - ვანო ნადირაძე

👉 „ჩხრეკა ჩატარდა გონიოში, თბილისში, კახეთში“ - სოსო გოგაშვილის შვილი

👉 მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, სოსო გოგაშვილმა მთავარი სასჯელი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უნდა მოიხადოს