მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კონსილიუმის აზრით, აუცილებელია სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში“ - ნიკოლოზ ყიფშიძე

სააკაშვილის პირადი ექიმი

ექსპრეზიდენტის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, კონსილიუმის წევრი ექიმების რეკომენდაციით, აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა კონსილიუმის წევრი ექიმების მის სანახავად შესვლაზე უარი განაცხადა.

ექიმის განმარტებით, მედიკოსების ჯგუფმა პატიმრის ანალიზების პასუხები ნახა, რომელშიც გარკვეული პარამეტრები გაუარესებულია.

„მონაცემები ზოგი კარგი იყო, ზოგი ცუდი, მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით გაუარესებულია. ჩვენ ავადმყოფი არ გვინახავს, რადგან გვითხრეს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ სურს კონსილიუმის ექიმების ნახვა. ჩვენ ვნახეთ ანალიზების პასუხები და კონსილიუმის რეკომენდაციაა, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა მრავალპროფილურ კლინიკაში“, - აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

ამავე თემაზე:

✔️ „სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი

✔️ „მანდატები სააკაშვილის მოსანახულებლად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გვჭირდება“ - ხატია დეკანოიძე

✔️ „ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას“ - სააკაშვილი