მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მანდატები სააკაშვილის მოსანახულებლად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გვჭირდება“ - ხატია დეკანოიძე

ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში მოინახულა.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტს შიმშილობის კვალი ყველაფერზე ეტყობა, თუმცა, იგი მხნედ არის და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად რჩება ჩართული.

„სუსტად არის, რა თქმა უნდა, ეტყობა ძალიან დიდი ხნის შიმშილობა. ეს ეტყობა როგორც სახის ფერზე, საუბარზე და ზოგადად მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ ყოველდღიურ ცხოვრებაში და იმაში, რაც უკავშირდება არჩევნებში წარმოუდგენელ შედეგებს, როცა ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს გამარჯვება წაგვართვეს და მეორე, რაც ეხება საქართველოს გადარჩენის გეგმას“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტთან საუბარში აღინიშნა, რომ მისი თავისუფლება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, ასევე საუბარი შეეხო არჩევნები შედეგებს და პროტესტს, რომელიც ოპოზიციამ დაიწყო.

ხატია დეკანოიძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს საპარლამენტო მანდატების დატოვებასთან დაკავშირებითაც ესაუბრა და აღნიშნა, რომ დეპუტატის მანდატი ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნისა და ყოფილი პრეზიდენტის ციხეში მოსანახულებლად სჭირდებათ.

„რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ბერკეტი, თუნდაც, პატარა ვაკუუმიც კი უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, იმ პარლამენტში არაფერი გვესაქმება, მაგრამ ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა და მისი ციხეში მონახულებისთვის მანდატი არის აუცილებელი. მაშინ, როცა ქართველი ხალხი გვეტყვის, რომ შედით და დააჭირეთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ჩვენ ეს უნდა გვქონდეს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.

სააკაშვილი აცხადებს, რომ ის პოლიტპატიმარია და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა ჯერ პატრიარქმა ილია მეორემ, შემდეგ კი მისმა მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა სთხოვა, თუმცა მესამე პრეზიდენტი პროტესტის ფორმას არ ცვლის.

საქართველოში 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.

ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველ ქალაქებში - თბილისი, ბათუმი, რუსთავი, ქუთაისი და ფოთი, მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

თვითმმართველ თემებში მმართველი პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს, გამონაკლისია წალენჯიხა სადაც ენმ-ის კანდიდატმა, გიორგი ხარჩილავამ გაიმარჯვა.

საპარლამენტო მანდატები დატოვეს მამუკა ხაზარაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, ანა წითლიძემ, ნონა მამულაშვილმა და აჭარის უმაღლესი საბჭო - ლევან ვაშალომიძემ.

ამავე თემაზე:

🔴 „დიდი სირცხვილია იმის ლოდინი, თუ როდის გახდება სააკაშვილი ძალიან ცუდად“ - ლიზა იასკო

🔴 „სააკაშვილმა მშვენივრად იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ არჩევნებისთვის მომხრეების მობილიზება სურდა“ - უკრაინელი ექსპერტი

🔴 „დასავლეთს დღეს სააკაშვილისთვის არ სცალია“ - ვადიმ კარასევი

🔴 „ყველაფერმა აზრი დაკარგა და ვფიქრობ, შიმშილობა უნდა შეწყდეს“ - გიული ალასანია სააკაშვილზე