მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-მ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო

პარლამენტის წინ პრორუსულმა ძალებმა ევროკავშირის დროშა დაწვეს

საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და მისი დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე  მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს,  არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან
საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, - აცხადებენ შსს-ში. 

ცნობისთვის, პრორუსულმა ძალებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა დაწვეს. „ალტინფოს“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტთან, ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და ფეხით გათელვის შემდეგ, მას ცეცხლი წაუკიდეს.

„ალტინფოს“ წევრები  საპროტესტო აქციას სააკაძის მოედანზე, ტექნიკურ უნივერსიტეტთან მართავდნენ, ხოლო შემდეგ კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ გადაინაცვლეს. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 პრორუსულმა ძალებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა დაწვეს

👉 პრორუსულმა ძალებმა პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს

👉 კრემლი პრიგოჟინს პუტინის რეჟიმის საფრთხედ აღიქვამს - ISW

👉 სპეცრაზმისა და მომიტინგეების დაპირისპირებაში, ევროპა იყო სპეცრაზმის მხარეს - კობახიძე

👉 როცა ხარ ივანიშვილის ადვოკატი და ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები - კობახიძე