მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კრემლი პრიგოჟინს პუტინის რეჟიმის საფრთხედ აღიქვამს - ISW

ევგენი პრიგოჟინი, ვლადიმერ პუტინი

„კრემლი შიშობს რომ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ღიად აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის უწყებას უკრაინის ომის ფიასკოს გამო, შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის რეჟიმისთვის საფრთხე გახდეს“, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები აცხადებენ. 

ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს კრემლთან დაკავშირებული სადისკუსიო კლუბის წევრის, რუსი პოლიტოლოგის ალექსეი მუხინის ბრალდებებზე პრიგოჟინის წინააღმდეგ.

მუხინმა კომენტარი გააკეთა 11 მარტს პრიგოჟინის განცხადებაზე, რომ „ის მიიღებს მონაწილეობას უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში 2024 წელს“.

რუსმა პოლიტოლოგმა ასევე რიტორიკულად იკითხა, აცნობა თუ არა პრიგოჟინმა პუტინს თავისი „საპრეზიდენტო ამბიციების შესახებ“.

პოლიტოლოგის თქმით, პრიგოჟინი არის „პერსპექტიული პოლიტიკოსი“.

„კრემლმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, შესაძლოა პრიგოჟინს დააბრალონ ბახმუტში საბრძოლო პროცესის შენელება და დაქირავებულ მებრძოლების მძიმე დანაკარგები“, - აცხადებენ ექსპერტები. 

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მუხინის განცხადებები ცხადყოფს, თუ როგორ აღიქვამს კრემლი პრიგოჟინის ორაზროვან განცხადებებს. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

👉 სპეცრაზმისა და მომიტინგეების დაპირისპირებაში, ევროპა იყო სპეცრაზმის მხარეს - კობახიძე

👉 როცა ხარ ივანიშვილის ადვოკატი და ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები - კობახიძე

👉 პირველად 3 წლის განმავლობაში ჩინეთი ყველა სახის ვიზების გაცემას განაახლებს

👉 ჰიუსტონში 4 წლის გოგოს 3 წლის დამ ესროლა და მოკლა