მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

7 მარტივი ხერხი, რომელიც „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ

მაიმუნის ყვავილის ინფექცია

თუ თქვენ იმყოფებით ისეთ ლოკაციაში, სადაც „მაიმუნის ყვავილი“ ვრცელდება, მნიშვნელოვანია იცოდეთ მარტივი წესები იმისთვის, რომ მაიმუნის ვირუსით ინფიცირების რისკი მინიმალიზებული იყოს. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ მედიკოსებსა და ჯანდაცვის ექსპერტებზე დაყრდნობით წერს. 

ABC News-სთან საუბარში ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა თქვეს, რომ მაიმუნის ვირუსის ფართო პოპულაციაზე გადაცემის რისკი დაბალია, თუმცა მნიშვნელოვანია იმ წესების ცოდნა, რომელიც ინფიცირებისგან ადამიანებს მაქსიმალურად დაიცავს. 

1️⃣ ფრთხილად იყავით: მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს კანთან, ვისაც შესაძლოა, ვირუსი ჰქონდეს

„კანთან პირდაპირი, მჭიდრო კონტაქტი მიჩნეულია გადაცემის მთავარ გზად. ინფიცირება შეიძლება მოხდეს მჭიდრო კონტაქტით ან ინტიმური გზით“, - აცხადებს კოლუმბიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიისა და მედიცინის პროფესორი ვაფაა ელ-სადრი. 

ამერიკის CDC ამბობს, რომ „მაიმუნების ყვავილი“ გადამდებია სიმპტომების დაწყებიდან იქამდე, ვიდრე კანიდან გამონაყარი არ გაქრება. 

2️⃣ მოერიდეთ პირსახოცების, ტანსაცმლისა და თეთრეულის გაზიარებას

მაიმუნის ვირუსი შეიძლება გავრცელდეს დაბინძურებულ ნივთებთან შეხებით, ეს შეიძლება იყოს ტანსაცმელი, თეთრეული, პირსახოცები და სხვა მასალები. 

მიუხედავად იმისა, რომ გადაცემის ეს ფორმა არც ისე გავრცელებულია, როგორც კანთან კონტაქტი, მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ ნივთები სხვას არ გავუზიაროთ. 

„მაიმუნის ვირუსი შეიძლება ზედაპირზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყოს და შემდეგ ადამიანზეც გავრცელდეს“, - ამბობს კალიფორნიის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის პროფესორი ენ რიმოინი. 

3️⃣ CDC ასევე გვირჩევს, რომ არ შევეხოთ იმ ჭურჭელს, რომელიც ვირუსის მქონე ადამიანმა გამოიყენა

4️⃣ ზოგადი ჰიგიენა: დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით ან გამოიყენეთ სადეზინფექციო საშუალება

„ხელის ჰიგიენა ყველაზე მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაიმუნის ყვავილის, არამედ ნებისმიერი ინფექციური დაავადებისთვის“, - ამბობს ABC News-ის მთავარი სამედიცინო კორესპონდენტი დოქტორი ჯენიფერ ეშტონი.

სრულად ჩაცმული ადამიანი შეიძლება იყოს უფრო უსაფრთხოდ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხალხმრავლობაში ხვდები.

5️⃣ დეზინფექცია: გაწმინდეთ ზედაპირები, რომლებიც შეიძლება იყოს დაბინძურებული

„მაიმუნის ყვავილი“ ორთოპოქსვირუსად მიიჩნევა, რომელიც მგრძნობიარეა მრავალი სადეზინფექციო საშუალების მიმართ. 

6️⃣ თუ შესაძლებლობა გაქვთ ჩაიტარეთ ვაქცინაცია და მიმართეთ ადგილობრივ ჯანდაცვას. 

7️⃣ ადევნეთ თვალი ახალ ინფორმაციას ვირუსის შესახებ

შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ამავე თემაზე:

❗ ჯანმოს ხელმძღვანელი „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო სექსპარტნიორების შემცირების რეკომენდაციით გამოდის

გამონაყარი იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე - მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილზე“

❗ „მაიმუნის ყვავილის“ მწვავე დასაწყისი, ყელის ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება - ალექსანდრე გოგინავა საქართველოში ინფექციის შესაძლო გავრცელებაზე განმარტებას აკეთებს

❗ „მაიმუნის ყვავილს“ დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია“ - ბიძინა კულუმბეგოვი