მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანმოს ხელმძღვანელი „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო სექსპარტნიორების შემცირების რეკომენდაციით გამოდის

ჯანმოს ხელმძღვანელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადანომ გებრეიესუსი „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელების გამო მამაკაცებს ურჩევს სექსპარტნიორები შეამცირონ. ამის შესახებ „ასოშიეთიდ პრესი“ წერს. 

ჯანმოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების 98% დაუდასტურდა გეი, ბისექსუალ და სხვა მამაკაცებს. მან მოუწოდა რისკის ქვეშ მყოფებს გადადგან ზომები საკუთარი თავის დასაცავად.

„მნიშვნელოვანია უსაფრთხო არჩევანის გაკეთება. ამ დროისთვის რჩევა გულისხმობს სექსუალური პარტნიორების რაოდენობის შემცირებას“, - განაცხადა გებრეისუსმა. 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს მსგავსი რეკომენდაციით არ მიუმართავს იმ მამაკაცებისთვის, რომლებსაც სექსი აქვთ მამაკაცებთან. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციია, რომ „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირებულთან კონტაქტი არ მოხდეს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა პირებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ „მაიმუნი ყვავილს“ შეუძლია დააინფიციროს ნებისმიერი ადამიანი, ვინც მჭიდრო კონტაქტშია პაციენტთან ან მათ დაბინძურებულ ტანსაცმელთან ან თეთრეულთან.

დღეისათვის 19000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა 75-ზე მეტ ქვეყანაში. ინფექციით გარდაცვალების მაჩვენებელი მხოლოდ აფრიკაშია დადასტურებული. 

ამავე თემაზე:

❗ გადადის თუ არა „მაიმუნის ყვავილი“ ხელის ჩამორთმევით და გადაკოცნით? - ალექსანდრე გოგინავას ინტერვიუ

❗ „მაიმუნის ყვავილის“ მწვავე დასაწყისი, ყელის ტკივილი და ლიმფური კვანძების გადიდება - ალექსანდრე გოგინავა საქართველოში ინფექციის შესაძლო გავრცელებაზე განმარტებას აკეთებს

❗ „მაიმუნის ყვავილს“ დიდი პანდემიის გამოწვევა 99%-იანი ალბათობით არ შეუძლია“ - ბიძინა კულუმბეგოვი

 თუ ეს დაავადება ევროპისთვის ენდემური გახდება, ეს ნიშნავს იმას რომ კიდევ ერთ ვირუსთან გვექნება საქმე - წერეთელი „მაიმუნის ყვავილზე“