მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ან ვეგუებით მდუმარედ განადგურებას ან პროტესტში ვერთვებით“ - ლაშა ბუღაძე

მწერალი და პოეტი

მწერალი ლაშა ბუღაძე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო და დასძინა, რომ უმძიმესი დღეა ყველასთვის. 

ბუღაძის თქმით, აუცილებელია პროტესტი. 

„უმძიმესი დღეა ყველასთვის. ჩვენ გვაქვს საფიქრალი ყველას: ქართულ საზოგადოებას, ჟურნალისტებს, ოპოზიციას და მთელ საქართველოს - საით მივდივართ. იმიტომ, რომ გარკვეულ ინფანტილურ პასიურობაში ვართ, სულ ვამბობთ, ეს არ მოხდება, არ გვჯერა, რომ გვარამიას დაიჭერენ და იჭერენ, არ გვჯერა, რომ რაღაცები მოხდება და  ხდება.

ბოლოს რუსეთში რომ შეგიყვანენ და ცხინვალში კი არ ჩატარდება რეფერენდუმი, ცხინვალის რეგიონის რუსეთთან შეერთებაზე, არამედ საქართველო შეუერთდეს თუ არა აგონიაში მყოფ პუტინიზმს, მაშინაც ვიტყვით, რომ ამის არ გვჯეროდა. ქართული საზოგადოება ამას იღებს პასიურად და მდუმარედ? 30 წლის განმავლობაში ჩვენი ტრადიცია არის პროტესტის ტრადიცია და სხვა ველოსიპედს ვერ გამოვიგონებთ, რაც მიგვიღწევია საქართველოში, მიგვიღწევია პროტესტით. ან ჩვენ ვეგუებით მდუმარედ განადგურებას ან პროტესტში ვერთვებით“, - აცხადებს ლაშა ბუღაძე. 

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას 3 წელი 6 თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.

ამავე თემაზე:

დემოკრატიულ და დასავლურ სახელმწიფოებში კრიტიკული მედიასაშუალების დირექტორებს არ იჭერენ - დიტო საძაგლიშვილი

➖ ნიკა გვარამიას 3 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

➖ ნიკა გვარამია განაჩენის გამოცხადების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

 ბრძოლა გრძელდება, ნიკა გვარამია გახდა ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლო - გიორგი გაბუნია