მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არსებობს ე.წ. ევქარისტული კავშირი, ეკლესიებს შორის ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება“ - მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვაზე

მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილი

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისადმი დაბადების დღის მილოცვას ეხმაურება.

მისი თქმით, არსებობს ე.წ. ევქარისტული კავშირი, ეკლესიებს შორის ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება.

„საეკლესიო წესები არსებობს. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ, გარკვეული რაოდენობის მართლმადიდებლური ეკლესია ვეზიარებით ერთად, თუ მოვხვდებით წირვაზე. თუ არ მოვხვდებით, მაინც ერთმანეთს ვიხსენიებთ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები. ამ ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება. როდის გახდა ის [რუსეთის პატრიარქი კირილე] ოკუპანტი ქვეყნის სულიერი მამა, ჩვენთანაც იყო ეს ყველაფერი, ამიტომ პარალელს გავავლებთ. ჩვენ გავლილი გვაქვს ეს ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება. საქართველომ ეს უკვე გაიარა ჯერ 90-იან წლებში შემდეგ 2008 წელს. ეს არ არის საკმარისი საფუძველი იმისა, რომ პატრიარქმა პატრიარქთან ურთიერთობა გაწყვიტოს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 „რუსეთი ახალ ტაქტიკაზე გადავიდა“ - მიხაილო პოდოლიაკმა სამი პუნქტი დაასახელა

👉 სამეგრელოში „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

👉 „პუტინო, დააბრუნე ჩვენი ბიჭები“ - ერევანში დაკარგული და დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ახლობლების აქცია მიმდინარეობს

👉 რუსეთმა თითქმის ამოწურა ირანული უპილოტო საფრენი აპარატების მარაგი - ბრიტანული დაზვერვა

👉 „ვარდების რევოლუციიდან 19 წლის თავზე რომ ქურქუმალ ვაიტის გარდა, შესათავაზებელი აღარაფერი გაქვს პარტიას, კი უნდა გამოაცხადო თვითლიკვიდაცია“ - თამარ ჩერგოლეიშვილი