მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არცერთ შემთხვევაში, არცერთ ეტაპზე სააკაშვილის აქ ყოფნისას სასამართლოში წაყვანის და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია - ნინო ნადირაძე

ვივამედის გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორის ნინო ნადირაძის განცხადებით, კლინიკას არცერთ შემთხვევაში, არცერთ ეტაპზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში წაყვანის და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაუცია. 

„არც მანამდე მიგვიცია ტრანსპორტირებაზე თანხმობა, პარასკევს ჩატარდა ნევროლოგის კონსულტაცია, რომელმაც უარყოფითი დინამიკა აღნიშნა, დაინიშნა შესაბამისი კვლევები, დღეს და ხვალ ამ კვლევებს ჩავატარებთ, განისაზღვრება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. 

გადაყვანის შესახებ გითხარით, რომ არცერთ შემთხვევაში არცერთ ეტაპზე მისი აქ ყოფნისას სასამართლოში წაყვანის და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია. პაციენტის პოზიცია ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს მისი სუბიექტური აზრია, შესაბამისად ის თავის სიტყვებზეა პასუხისმგებელი, სამედიცინო კუთხით ჩვენ ვაგებთ პასუხს“, - აღნიშნა ნადირაძემ „ტვ პირველთან“ საუბარში. 

ამავე თემაზე: 

✔️ ვერ იღებენ პასუხისმგებლობას რა დაემართება სააკაშვილს საავადმყოფოდან სასამართლომდე გზაში - ხატია დეკანოიძე

✔️ ექიმები ჰქვიათ და ამ ზომამდეა სააკაშვილი მიყვანილი? აღიარონ რომ სასწრაფოდ არის საზღვარგარეთ გადასაყვანი - თაკო ჩარკვიანი

✔️ როდესაც პროკურორი და მოსამართლე შევიდა მის საკანში, ამის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა მისი მდგომარეობა - ლომჯარიამ სააკაშვილი მოინახულა