მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩვენი პირველი საზრუნავი ამჟამად არის სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა“ - შოთა თუთბერიძე

იურისტი უფლებადამცველი

ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დღეს კიდევ ერთხელ მოინახულებენ. სამედიცინო დასკვნა რამდენიმე დღეში გასაჯაროვდება.

შოთა თუთბერიძის თქმით,  სამედიცინო დასკვნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნება სასამართლო განხილვებისა და მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ მესამე ქვეყანაში გადასაყვანად.

„ეს იქნება მორიგი შემაჯამებელი სახის ვიზიტი ამ ექსპერტიზის ფარგლებში, რის შემდეგაც, უკვე ყოველწუთიერად ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. ის ნათელს მოჰფენს ყველა იმ დარღვევას, რომელიც მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობის პერიოდში განხორციელდა და მეორე მხრივ, ცხადია, ის გავლენას მოახდენს დაცვის მხარის სტრატეგიაზე.

მათ შორის, ჩვენი პირველი საზრუნავი ამჟამად არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა პირველ რიგში და ამ კუთხით, შემდეგი ქმედებების დაგეგმვის თვალსაზრისით ბუნებრივია, დავეყრდნობით ექსპერტების დასკვნა“, - აცხადებს შოთა თუთბერიძე. 

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნა სავარაუდოდ ამ კვირაში გასაჯაროვდება. მასზე მუშაობა ცენტრ „ემპათიას“ სამედიცინო გუნდმა უკვე დაასრულა. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✅ „სანამ სააკაშვილი პატიმარი იქნება, მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება“ - ეკა ხერხეულიძე

 „თუ არ გადავარჩენთ ადამიანის სიცოცხლეს, ეს უკვე სადიზმის დონე იქნება“ - ნიკოლოზ სააკაშვილი

✅ „მასხარაობის დრო არ გვაქვს, პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია“ - ვილი პაჭკორია სააკაშვილზე

✅ „უნდათ მოკლან იზოლაციაში, ეს არის მიზანი“ - გიული ალასანია

„მძიმეა დიაგნოზები, ის გამოიწვევს ადამიანის უნარების შეზღუდვას“ - მარიამ ჯიშკარიანი სააკაშვილზე