მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეჭვი მეპარება, ვინმეს ურეკავდეს და უკვეთავდეს სააკაშვილის დასჯას რუსეთის პრეზიდენტი - მეუფე გრიგოლი

ხობისა და ფოთის მიტროპოლიტი

„ეჭვი მეპარება, ვინმეს ურეკავდეს და უკვეთავდეს სააკაშვილის დასჯას რუსეთის პრეზიდენტი, აქ ცოტა სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე“, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა. 

მეუფე გრიგოლის თქმით, უნდა გადაიდგას ნაბიჯი, რომ საზოგადოება სინათლისკენ შეტრიალდეს.

ამასთან, მეუფე ამბობს, რომ ქვეყანაში ასეთი სიტუაცია საზოგადოებაში ბადებს ურთიერთმიუღებლობას და მეტ სიმძაფრეს. 

„ვფიქრობ, საერთოდ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროა, რომ ჩვენ ასეთ ფორმატში და ასეთ თემაზე გვიწევს საუბარი, როცა საქმე ეხება საქართველოს პრეზიდენტს. არ მინდა, რომ რომელიმე პრეზიდენტს მოუწიოს ასე კიდევ, თუმცა არსებული სურათი გვიჩვენებს, რომ ზოგადად ის რაც დღეს ხდება ქვეყანაში, საზოგადოებაში, მის ყველა სიმაღლეზე, ეს ბადებს კიდევ უფრო მეტ ურთიერთმიუღებლობას და მეტ სიმძაფრეს. მოლოდინებს აჩენს, რომ როცა დავუშვათ, შეიცვლება ხელისუფლება, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ასეთივე შურისძიებები, რაც ძალიან მძიმე წარმოსადგენია. ერთხელ ხომ უნდა გადაიდგას ის ნაბიჯი, რომ ჩვენ შემოვტრიალდეთ სინათლისკენ, რომელ სინათლეშიც ჩვენ ერთმანეთს თვალს გავუსწორებთ.

პირადად ჩემი აზრია, ის, რომ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. საერთოდ, ეს არის თემა ჰუმანურობისა და ანტიჰუმანურობის, ვისაც ეს ეხება,  თვითონ გაიგებს, თუ ვინმეზე არის ეს დამოკიდებული, პიროვნებებზე თუ პირთა ჯგუფებზე. როგორც ჩანს, აქ რაღაც ეს თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მწვავე.

ეჭვი მეპარება, ვინმეს ურეკავდეს და უკვეთავდეს სააკაშვილის დასჯას რუსეთის პრეზიდენტი, აქ ცოტა სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს არ უხარია, რომ სააკაშვილი ციხეშია, მაგრამ სწორედ იმ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომ აქ არა თუ დაკვეთაა, არამედ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ეს ფაქტი, თითქოს ესიამოვნება ჩვენ ჩრდილოელ მეზობელს და ის აღარ დაგვესხმება თავს, ეს გარდაუვალია, ამას ვერაფერი ვერ შეაკავებს, დღეს არა ხვალ, ხვალ არა ზეგ, თუ ჩვენ არ გვექნა პრინციპული პოზიცია“, - აცხადებს მეუფე გრიგოლი. 

ცნობისთვის, 27 აპრილს საჯაროდ გახდა ცნობილი ექიმების პოზიცია, რომლებიც ერთხმად და ცალსახად მოითხოვენ სააკაშვილის გადაყვანას შესაბამის კლინიკაში. მთავარი ფაქტორი, მედიკოსების მტკიცებით, რომელმაც უნდა შეცვალოს პაციენტის ფსიქოლოგიური მდგომარეობა და საკვების მიღების დაწყებაში დაეხმაროს, სტრესული გარემოს შეცვლაა. კონსილიუმის წევრები სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის მოწოდებით საქართველოს ხელისუფლებასა და უცხოელ დიპლომატებს მიმართავენ. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ახლობლები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. უკრაინის ომბუდსმენმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

22 აპრილს პენიტენციურმა სამსახურმაც გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სააკაშვილი უარს აცხადებს ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდებულ ფიზიკურ აქტივობაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉ანემია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება - „ემპათიამ“ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა

👉„მორჩა მწვალებლური დამოკიდებულება პრეზიდენტ სააკაშვილისადმი“ - გიორგი ჩალაძე

👉🎥 „ძალიან მიყვარს მიშა, ცოტა ხანი გაუძლოს და ყველაფერი კარგად იქნება“ - ბუბა კიკაბიძე

👉„თუ სააკაშვილი სითხის მიღებასაც ვეღარ ახერხებს, შესაძლოა, ყველაფერი რამდენიმე დღეში დამთავრდეს“ - გიორგი გრიგოლია

👉„დღეს საქართველოში მიხეილ სააკაშვილის სახით გვყავს მეორე ნავალნი“ - ვილი პაჭკორია