მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკლიანი გზა საქართველოდან ამერიკამდე, რომელიც მექსიკაზე გადის - ემიგრანტის რჩევები

მექსიკა-ამერიკის საზღვარი

საქართველოში ბევრ ადამიანს სურს, შეერთებულ შტატებში წავიდეს და იქ „ამერიკული ოცნება“ აიხდინოს. თუმცა, საქართველოდან აშშ-ში მოხვედრა საკმაოდ რთულია. იმ შემთხვევაში თუ საელჩოდან ვერ მიიღე ვიზა, იქნება ეს ტურისტული თუ სასწავლო, არ გეგონოს, რომ ყველაფერი დასრულდა. კიდევ არის ერთი გზა, რომელიც აშშ-მდე ჩაგიყვანს, მაგრამ ეს გზა ძალიან რთული გასავლელია, მოითხოვს არა მარტო ფინანსურ უზრუნველყოფას, არამედ ჯანსაღ ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ეს გზა არალეგალურად მექსიკაზე გადის.

სტატიაში წარმოგიდგენთ ქართველი ემიგრანტის ისტორიას, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი ის „ეკლიანი გზა“, რომლის გავლაც ყველა იმ ადამიანს უწევს, ვინც შტატებში მექსიკის გავლით აპირებს ჩასვლას.

„ ბევრს აინტერესებდა და აინტერესებს, რა ხდება, როგორ ხდება და საერთოდ რა ვითარებაა, ბევრიც წუწუნებთ, რომ გადადიან და იკიდებენ, აღარაფერს წერენო.

მოგიყვებით ყველაფერს დეტალურად და სიღრმისეულად, თავისი ნიუანსებით, აქვე წინასწარ აღნიშნავ, რომ პოსტში იქნება მხოლოდ ჩემი თვალით დანახული გზა საქართველოდან ამერიკამდე, მექსიკის გავლით. პოსტი საკმაოდ მოცულობითი იქნება, რაც შეიძლება ნაკლები კითხვის ნიშანი რომ გაგიჩნდეთ. იქნება აღწერილი ჩემი პირადი გამოცდილება და იმედია, რამეში გამოგადგებათ.

ქრონოლოგიურად დავიწყებ, ვარ საკმაოდ ახალგაზრდა, საქართველოში „გაქცევის სინდრომი“ როგორც ასეთი არ მაწუხებდა არასდროს, უბრალოდ მქონდა სურვილი წასვლის, უკეთესი ცხოვრებისთვის, თუმცა საქართველოშიც არ ვგრძნობდი თავს ცუდად, კარგი ხელფასი მქონდა, კარგი სამუშაო გარემო და კარგი სამეგობრო/საახლობლო.
 
პირველი მითი უნდა დავანგრიოთ იქ, რომ ამერიკა არ ასოცირდება ყველასთვის „გადახვეწასთან“, „გაქცევასთან“ ან „აქაურობის დედა მოვ@#ანთან“, ბევრისთვის ეს არის უბრალოდ ნეიტრალური ზონა, სადაც ყვითლებიც, თეთრებიც, ლათინოებიც და შავებიც ერთად თანაცხოვრობენ და ვთანაცხოვრობთ, უკეთესი მომავლის შექმნისთვის, როგორც „ავატარში“.

ალბათ, ყველა ავსებთ გრინ ქარდს, ალბათ, ყველა ჩალიჩობთ საელჩოში ტურისტულზე, სამუშაოზე და ა.შ. პირველი რაც უნდა ვუთხრა „საშუალოდ აღებულ რიგით ადამიანს“ არის : გთხოვთ, სცადეთ ყველა გზა სანამ მექსიკას გადაწყვეტთ. მე ვცადე ყველა გზა, ყველა შ ე ს ა ძ ლ ო გზა, ვიზაც, გრინიც და ასე შემდეგ.

ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემი შეფასება ასეთია: ამერიკის საელჩოს უკვე ძალიან დიდი ხანია რაც საქართველოს მიმართ პატივისცემა აქვს დაკარგული, ეს სამწუხაროდ ჩვენნაირ უბრალო ხალხზე ისახება, ამერიკის საელჩოში 2010-2014 წლამდე უპრობლემოდ შედიოდა ხალხი და მიდიოდა კიდეც, ბოლო წლებში ჩვენი რეპუტაცია ნულია, თუ გნებავთ შემომედავეთ, მე ჩემს აზრზე დავრჩები.

თუ გაქვთ ნამდვილად მყარი გზა, რომელიც ამერიკაში ჩაგიყვანთ, თუ გაქვთ ძალიან მაგარი განათლება და ამასთანავე ფინანსური უზრუნველყოფა, რომელიც საკმაოდ სოლიდურია საელჩოს თვალში და არ აჩენს თქვენი ემიგრაციისადმი ეჭვს, გთხოვთ, სცადეთ საელჩოსთან თანამშრომლობა და შეწყვიტეთ ამ პოსტის კითხვა!!!

ხოლო მათ, ვისაც ფინანსური სახსრები არ გაქვთ იმდენი, რომ საელჩომ ეჭვი არ შეიტანოს თქვენი პოტენციური გაემიგრანტების და, ასევე, არ გაქვთ წლები, რომლებიც სჭირდება ტურისტულზე შესვლას (რის შემთხვევაშიც კი, წარმატების შანსი 5-7%-ზე მეტი ფიზიკურად ვერაა) მაშინ ეს პოსტი თემატური იქნება თქვენთვის.

რამდენიმე ნაბიჯად დავყოფ საქართველოდან მექსიკაში ჩასვლას:

1️⃣ პირველი ნაბიჯები იწყება საქართველოდანვე, როდესაც მექსიკით გინდათ, მოხვდეთ ამერიკაში, არის ორი გზა:

ა) წახვიდეთ თქვენით

ბ) წახვიდეთ გადამყვანით

მე წავედი გადამყვანით და ვისაუბრებ ამ პროცესზე. საქართველოდან, რა თქმა უნდა, იწყებთ ფინანსური რესურსის მოძიებას, რომელიც არ უნდა იყოს 15 000$-ზე ნაკლები, ეს არის „მკვდარი თანხა“, რომელიც მთელი ერთთვიანი თავგადასავლისას უნდა დაიხარჯოს. ფინანსური რესურსის მოძიების შემდეგ, აუცილებლად აკეთებთ შენგენის რომელიმე ქვეყნის ვიზას, ამისთვის ტურისტულები დაგეხმარებიან, ზოგი უნამუსო თანხას ითხოვს, ზოგი ნამუსიანს, აქ შეზღუდულები არ ხართ, ეძებეთ და იპოვეთ, ვინც გჭირდებათ. როგორც კი ხელში გექნებათ შენგენის ვიზა, შემდგომ კი სამოგზაურო თანხა, შეგიძლიათ შეუდგეთ ბილეთების დაჯავშნას.
 
2️⃣ გადამყვანმა დეტალურად გვითხრა, რომელი ქვეყნისკენ უნდა აგვეღო გეზი, ჩვენს შემთხვევაში ეს იყო პორტუგალია, პორტუგალიის ბილეთები 1000$-მდე დაჯდა. გავფრინდით, ჩავედით პორტუგალიის ერთ-ერთ ქალაქში, საიდანაც გადავფრინდით ლისაბონში. აქაც რამდენიმე დღე გაჩერება მოგვიწია და ალბათ, თქვენც მოგიწევთ, რადგან თუ მაგ დღესვე გადახვალთ მექსიკისკენ, გადაყრით 3000$-ს ბილეთებში, რაც ძალიან დიდი შეცდომაა (ან მილიონერობა) და მაქსიმალურად შეეცადეთ, ეს რაღაც არ გააკეთოთ, მეც ამდენი დამიჯდა ბილეთი და ვნანობ

მექსიკაში გადაფრენამდე აუცილებლად გადამყვანს უგდებთ თქვენს ფოტოებს, რაც გეცმევათ მექსიკაში ჩასვლისას, ასევე, უგდებთ ბილეთებს, ხოლო გადამყვანი გეუბნებათ, რომელი ავიახაზებით იფრენთ, რადგან იქ დაგახვედრონ თავისი ხალხი. ფრენა 10-12 საათიანია, შესაბამისად მარტივი არაა.
 
3️⃣ როგორც კი ჩამოფრინდებით მექსიკაში, შედიხართ იმ ტერმინალში, რომელიც გითხრათ გადამყვანმა, არის რამდენიმე ტერმინალი, არასწორ ტერმინალში შესვლა არ შეიძლება. ჩავფრინდით თუ არა, დაგვხვდნენ აეროპორტში ტიპები, რომლებმაც გაგვიშვეს X ტერმინალისკენ ისინი, ვინც გადამყვანით წავედით. მახსოვს უკან მოგვდევდა ორი გოგონა, რომლებიც გადამყვანით არ იყვნენ, ეგენი გააჩერეს და სხვა ტერმინალში გაუშვეს... ესეც თქვენი „გადამყვანი არ არსებობს“. ტერმინალში შესვლისას მივაწოდეთ საბუთები, დახედეს თუ არა გაგვიშვეს, ზუსტად 5-8 წამი გაგვაჩერეს, სხვებს აჩერებდნენ 7-10 წუთი, ზოგიც კი 20 წუთში გამოვიდა ტერმინალიდან, ზოგიც კი არ გამოსულა და მიაბრუნეს ევროპაში, ესეც ხდება ხშირად. როგორც კი სასაზღვრო კონტროლს გაივლით, მიდიხართ ლოკაციასთან, რომელზედაც გადამყვანი მიგითითებთ და დაელოდებით ტაქსს, რომელიც მოგაკითხავთ და წაგიყვანთ სასტუმროში.
 
4️⃣ ამ ეტაპიდან ყველაზე დიდი პრობლემა, რაც მექსიკაში შესვლაა, უკან რჩება, თუმცა გადასალახავი ბარიერები კვლავ რჩება. კანკუნში ჩასვლისთანავე პირველი რაც გაგახსენდებათ, არის საუნა სადაც გამო@##ებული კაცი ტემპერატურას უმატებს და უმატებს და საშველი აღარაა, ტემპერატურა კანკუნში არის საშინლად მაღალი, ტენიანობაც მაღალია და მოკლედ არ ასწორებს. სასტუმროში როცა მიგვიყვანეს, იყო ჩვეულებრივი სიბინძურე და ანტისანიტარია, იქვე ვთხოვეთ, შეეცვალა სასტუმრო და წავეყვანეთ სადმე სხვაგან, ასეც გააკეთა გადამყვანის მძღოლმა, წაგვიყვანა უკეთეს ადგილას. აუზიც იყო და ნომრებიც ნორმალური იყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, არაფერი იქ არ გეხალისება ადამიანს, რადგან მაგისთვის არ ჩასულხარ. კანკუნი ზოგადად ხალხმრავალი ადგილია და შეეცადეთ ბევრი არ იბოდიალოთ, გადით სიგარეტის მოსაწევად და საჭმლის საყიდლად, რადგან პოლიცია ეძებს „ნადავლს“ და არასდროს არ იცი, შენ იქნები ეს ნადავლი თუ ვინმე სხვა ამერიკისკენ მიმავალი. მოკლედ არ იტრაშუნოთ ზედმეტად.

სასტუმროში მოვა გადამყვანი და აიღებს თავის წილ ფულს, რაც არის 9.5-დან 10.5-მდე, პლუს-მინუს.
ამ თანხის აღების შემდეგ, გიტოვებთ 1000$-ს , რათა სასტუმროში და საკვებში ხარჯოთ, ხოლო რაც დაგრჩებათ თანხა, აუცილებლად უნდა დაუბრუნოთ უკან. ზოგი გაღორდა და 1000-დან 100-200 დაუბრუნა, მსგავსი საქციელი არ მოსწონთ, რადგან იციან იმათმა, მაქსიმუმ რა ხარჯი შეიძლება გაგივიდეთ დღეში, თუ მოატყუებთ და დაჟმოტავთ ფულს, აუცილებლად გაგცემენ პასუხს, უნდა გახსოვდეთ, რომ ეგ 1000$ თქვენი აღარაა, არის გადამყვანის და მისი კეთილი ნებით არის თქვენთან, რათა დისკომფორტი არ გქონდეთ და გქონდეთ სასტუმრო და საკვები. კანკუნში შეიძლება 1 კვირამდე მოგიწიოთ ლოდინი, 1 კვირა ნორმალური პერიოდია და არაა საწუწუნო, რადგან ზოგს ორი კვირა უწევს ყოფნა. კანკუნიდან გიღებენ ბილეთებს ტიხუანასკენ.
 
5️⃣ კანკუნი ტიხუანა არის მომდევნო ბარიერი რაც უნდა გადალახოთ, ძალიან ბევრს არ უშვებენ ბორტზე ტიხუანისკენ, რადგან ყველამ ყველაფერი იცის და დებილი არავინ არაა, გამართლებაზეა მანდ მოკლედ, თუ კაი ფეხზე ადგა მესაზღვრე, გაგიშვებს, თუ მშიერია, დაგერხა. ტიხუანას ფრენაც კაი ხანი გრძელდება, ტიხუანაში ჩასვლისას არის რისკი, რომ ისევ კანკუნში გამოგაბრუნონ, ასე რომ ფრთხილად იყავით ყველგან.

ტიხუანა მაგარი წყალწაღებული ქალაქია ზოგადად, ქუჩაში ვიღაც გარდაცვლილია, ტიპები მიდიან და ფეხსაცმელს და მაისურს ხდიან, ნუ მოკლედ მზეობა რა.

პოლიციაც საკმაოდ სერიოზულად აკონტროლებს ყველაფერს, სასტუმროდან თუ ცხვირს არ გამოყოფთ და როგორმე 1-2 დღე არ მოწევთ, კარგი იქნება. ჰოდა, მოკლედ, მანდაც 1-2 დღე გაჩერებენ, მანდედან კი გადახვალთ მანქანით მეხიკალიმდე.

6️⃣ მეხიკალი არის, როგორ გითხრათ, ბოლო პუნქტი მექსიკაში მოგზაურობის, შეეცადეთ, მანდ ფსიქოლოგიურად განეწყოთ დისკომფორტისთვის, ამავდროულად განიტვირთოთ და იფიქროთ კარგზე, ამერიკაზე, დოლარებზე და რა ვიცი. მთავარია, ცუდად არ განეწყოთ მოკლედ და მოტივირებულები იყოთ. მეხიკალიშიც დაგაბინავებენ სასტუმროში, დაისვენებთ, იბანავებთ, შეჭამთ და მოემზადებით, ამასობაში მოამზადებთ ნივთებსაც, რაც უნდა წამოიღოთ ან გადაყაროთ. უმნიშვნელოვანესია საჭმელი და წყალი მოამზადოთ, რადგან როცა უკვე წაგიყვანენ, ჩაიდოთ ზურგჩანთაში. სასტუმროში ყოფნისას ელოდებით გადამყვანს, თუ როდის მოგწერთ, როცა მოგწერთ წასვლის დროს, ამ დროს შეგიძლიათ გაგიხარდეთ და თან მომზადება დაიწყოთ, რადგან დათქმულ დროზე მოვა ტაქსი და ჩაგტენიან შიგნით ცხრაას მილიონ კაცთან ერთად (ერთ სედანში 7-8 კაცს ტენიან ხოლმე :დ)

ტაქსით მგზავრობას 1 საათი დასჭირდება, თუ ესპანური იცით, შეგიძლიათ სთხოვოთ მექსიკელ მძღოლს აუქსი ან ბლუთუზი და ჩაურთოთ ქართული სიმღერები, რომ უფრო ტვინი გაებურღოს ისედაც დაქანცული დღის შემდეგ და ჩამოგსვას ყველაზე ***ობა ადგილას, რაც კი შეიძლება რომ მოაფიქრდეს.
 
7️⃣ ტაქსი ჩამოგსვამთ ადგილას, ხელით, თითით, ფეხით და რავი ყველაფრით გიჩვენებთ, საით უნდა დაგაზოთ, გეტყვით, ზურგჩანთები აიღეთ სწრაფადო და მოკლედ უცებ უცებ ყველაფერს იღებთ და გაზს აჭერს ბოლომდე, ბუქსავდება და გტოვებთ იქ. რომ ჩამოგსვამთ გზაზე, ეგრევე უნდა გადახტეთ ბუჩქებში, ამერიკულ ბლოკბასტერებში რომ ხდებიან სამხედროები.

გაუყვებით გზას, სადაც მესაზღვრემ მიგანიშნათ. აქ უკვე იქნება უდაბნო, ქვიშა, კაქტუსები, ბამბუკები და ა.შ. შეეცადეთ, „შლოპანცებით“ და წვეტიანი მაკასინებით არ გამოცხადდეთ იმ უდაბნოში. ცოტა ისე ჩაიცვით რომ არ დაგე@#რეთ.

ჰოდა, უდაბნოს გავლით მიხვალთ მდინარესთან, ზოგან ყელამდეა, ზოგან მუცლამდე და ზოგან რავი პი@#ეცია, მაგრამ ნუ მდინარე იმიტომ კი არ ტეხავს რომ მდინარეა, არამედ იმიტომ, რომ MEQSIKIS MDINAREA, სადაც ზოგადად მარტო თევზს არ ევასება ხეტიალი და შეიძლება გველი და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ნიანგიც გაიჩითოს, მაგრამ პრაქტიკაში ეგ არ ხდება. მდინარე მოკლედ იმით ტეხავს, რომ ბინძურია. არ აქვს კარგი გადინება და რავი, მანდ რომ ყელამდე ჩადიხარ ან რომ ყვინთაობ არაა სასიამოვნო, თან ღამე თუ გადადიხარ მაგ მდინარეს ვაბშე პი@#ეცია. ერთს გირჩევთ აქ, დაეხმარეთ ერთმანეთს როგორც კი მდინარეს გადაკვეთავთ და პროჭი დედამო@##ულებივით ნუ მოიქცევით და ნუ დაგაზავთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ მთელი გზა ერთად იარეთ სხვა ქართველებთან ერთად, ნუ მიატოვებთ ერთმანეთს და ნუ გაიქცევით, „თქვენი ამერიკული ოცნების ასასრულებლად“. დაეხმარეთ სხვებსაც და გამოიჩინეთ ყურადღება და ადამიანობა. ზოგი ადგება და გარბის ხოლმე, როგორც კი მდინარეს გადავა, სად მირბიხარ საააად, მაგ მდინარეს რომელი თავმოყვარე მექსიკელი გადმოცურავს იმიტომ, რომ შენ დაგიჭიროს... ჰოდა მოკლედ ხალხო, არ გაიქცეთ არსად, წადით ჩვეულებრივად, ოღონდ ტემპში, თუ გაიქცევით, გაოფლიანდებით აუცილებლად და ღამე უდაბნოში როგორც ცივა ალბათ გსმენიათ მაინც. წყალი წაიღეთ ზურგჩანთით უეჭველი, 2-3 ლიტრა ერთმა კაცმა უნდა წაიღოს ტიხუანადან, რადგან იქ დეჰიდრატაციას გამოივლით ყველა ვარიანტში და იმაზე 5-ჯერ მეტი წყალი დაგჭირდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ დივანზე წამოწოლის დროს.

მოკლედ, გაუყვებით გზას, ტრამპის აშენებულ კედელს და მიხვალთ ადგილას, სადაც საზღვარი ღიაა და სადაც მანქანის გზა არის, მანდ დაელოდებით მესაზღვრეებს. სანამ მესაზღვრეები მოვლენ, შეიძლება 2-3 საათი ელოდოთ, იქ მარტო თქვენ არ იქნებით, იქნებიან ბევრი ქართველები, კოლუმბიელები, ინდოელები და ასე შემდეგ, ვისაც არ ეზარება, ყველა იქ იქნება. ეს არის ადგილი, სადაც გამოიცვლით თქვენს წამოღებულ ტანსაცმელს, არ გამოიცვალოთ ტანსაცმელი მდინარის გადმოკვეთის შემდეგ, რადგან სანამ მიხვალთ ადგილზე, გაოფლიანდებით და სველი იქნებით ისევ, ასე რომ, უკვე რომ მიხვალთ, შემდეგ გამოიცვალეთ და იქნებით მშრალად.

მესაზღვრეები რომ მოვლენ, აბსოლუტურად ყველას დაკითხავენ და გამოიკვლევენ, საბუთები გქონდეთ თან, არანაირი ბოდიალი და არანაირი სიგარეტის მოწევა, არანაირი ხმაური ზედმეტი და არანაირი ნაგვის გადაყრა. ჩათვალეთ, რომ თქვენი ცუდი საქციელით სხვა ქართველებს შეულახავთ რეპუტაციას, შესაბამისად მოიქეცით ისე როგორც ცივილიზებულ ადამიანს შეშვენის.

მესაზღვრეებთან კომუნიკაციაში არანაირი ინგლისურის მარიაჟი არ დაიწყოთ, სულ რომ ნორმალურად იცოდეთ, მოაჩვენეთ თავი ისე, თითქოს ძალიან ელემენტარული იცით. თუ მაინც ვერ შეიკავებთ თავს და თქვენი ეგო გაიძულებთ დაუმტკიცოთ მესაზღვრეებს რომ გამორჩეული ხართ ამ გაუნათლებელი მასისგან და „თქვენ ხართ ის ერუდირებული ადამიანი, რომელიც სიხარულით უნდა მიიღონ“, მაშინ თარჯიმნად წაგიყვანენ და გატარებენ შტატიდან შტატში, 2 კვირიდან 1-1.5 თვემდე, და პრინციპში გაგახსენდებათ ანდაზა თუ აფორიზმი, „დუმილი ოქროა და სიტყვა ვერცხლიო“ და ისწავლით კარგ ცხოვრებისეულ გაკვეთილს.

მესაზღვრესთან არ დაიწყოთ თავის დაჩლუნგება, დადებილება და შეცოდება, ყველამ იცის, რომ ორი სიტყვა ინგლისური იცით, დებილი იქ არავინ არ იქნება და თავს თუ დაიდებილებთ, საქმეს გაირთულებთ, უბრალოდ ინგლისურის მარიაჟი არ დაიწყოთ და დანარჩენი რასაც გკითხავენ, შეეცადეთ პასუხები მიაწოდოთ.
გავა რამდენიმე საათი, ჩაგსვამენ მანქანაში და წაგიყვანენ ე.წ „დეტენშენზე“ (Detention).
 
8️⃣ Detention-ი ცუდი პონტია, ჯერ გაივლით ჩხრეკას და კონტროლს, დატოვებთ რაც კი რამე გაგაჩნიათ ყველაფერს თქვენს პატარა პაკეტებში, ტელეფონი, დამტენი, პასპორტი, და ა.შ.

შემდეგ გადაგიყვანენ მოსაცდელში, გამოიკვლევენ თქვენს პასპორტებს და იმის მიხედვით გადაგანაწილებენ „პალატკებში“, რომელიც ღია ცისქვეშ არაა და სადაც მზის სინათლე ფიზიკურად ვერ აღწევს, არ გეცოდინებათ დღეა, თუ ღამე.

დეტენშენზე იქნებით დისკომფორტში, სტრესში და მოუთმენლობაში, ასევე, ცოტა სიბინძურეშიც, რადგან კოლუმბიელებიც მანდვე იქნებიან. მაგრამ უნდა გაუძლოთ ამას. ზოგს აჩერებენ 1 დღე, ზოგს აჩერებენ ორი კვირა.
რუსული პასპორტი ვისაც ჰქონდა მხოლოდ, აჩერებდნენ 2+ კვირა, ვისაც ქართული პასპორტი ჰქონდა, 1-2 დღე, რადგან ქართველებს კარგი რეპუტაცია გვაქვს ჯერჯერობით საზღვარზეც და ქვეყანაშიც და თუ თქვენივე თავს არ გაუფუჭებთ რეპუტაციას, არ მოგიწევთ დიდ ხანს ყურყუტი.

დეტენშენიდან შეიძლება ბორკილები დაგადოთ და გადაგიყვანონ სადღაც, არ გეცოდინებათ რა ხდება და რა ბედი გეწევათ, მაგრამ არ ინერვიულოთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. მე მაგალითად გადამიყვანეს კალიფორნიაში, სან დიეგოში, სადაც მაგარი ჯიგარი ხალხი დაგვხვდა, კამერაში მარტო ვიყავით ქართველები, საჭმელი დიდი ყუთებით შემოჰქონდათ ჩვენთვის, და რავი, ყველანაირად პატივში, თუ კალიფორნიაში მოხვდით, შეეცადეთ ელაპარაკოთ ინგლისურად იქაურ მესაზღვრეებს, გაუსწორდებათ კიდევაც და პატივისცემაც გაუჩნდებათ ცოტა. შეგახსენებთ მაინც, რომ არსად, არ აქვს მნიშვნელობა სად მოხვდებით, იცავთ სისუფთავეს ყველანაირად, თუ არ იზამთ ამას, მოგეპყრობიან შესაბამისად. ასევე, შეგახსენებთ იმას, რომ დეტენშენზე ყოფნისას უკვე იმყოფებით აშშ-ში ოფიციალურად. აქ არ უნდა ელოდოთ არანაირ ძალადობას და შეურაცხყოფას, არც ფიზიკურს და არც მორალურს. ასევე, კარგი იქნება თუ გემახსოვრებათ, რომ არავის არაფერი თქვენი არ მართებს და პირიქით, მადლობელი უნდა იყოთ, რომ საერთოდ განიხილავენ თქვენს შეშვებას, ტრამპის დროს არ უშვებდნენ უმეტესობას. მოკლედ, დეტენშენზე გაატარებთ რამდენიმე დღეს, მოდიან, გიღებენ დნმ-ს, თითის ანაბეჭდს, გავსებინებენ საბუთებს (რომელი საბუთებიც სასამართლოში დაგხვდებათ) გეკითხებიან სპონსორის მისამართს, ნომერს, რატომ იდევნები და ა.შ. მოკლედ, ყველაფერს. ამის შემდეგ ჩვენ გამოგვიშვეს. ჩაგვსვეს ავტობუსებში და წაგვიყვანეს წითელი ჯვრის ერთ-ერთ სასტუმროში.

9️⃣ წითელ ჯვარში მისულებს გკითხავენ, თუ გჭირდებათ რაიმე სახის დახმარება. წესით და რიგით, თქვენ შემოგთავაზებენ სასტუმროს, რომ გაათენოთ ღამე, მოწესრიგდეთ და ა.შ და საჭმელს, მე პირადად მითხრეს, ტანსაცმელიც გვაქვსო რომ რამეო და არც ეგ არ იყო პრობლემა, მოგცემენ ტანსაცმელსაც, რომ გაფრენამდე მოწესრიგებულად იყო ყველანაირად. შეგიძლიათ, უთხრათ, რომ სიამოვნებით დარჩებოდით ერთი დღე, ან შეგიძლიათ უთხრათ, რომ სხვაგან ნახავთ სასტუმროს, თქვენზეა, მაგრამ წითელ ჯვარში ყველაფერი უ ფ ა ს ო ა. იმ დღეს უნდა აიღოთ ბილეთი, მომავალი დღის ან იმავე დღის, რათა გაფრინდეთ სპონსორის მისამართისკენ.

🔟 წითელი ჯვრის ტერიტორიას რომ დატოვებთ, თავისუფლებას იგრძნობთ კვლავ, ჩაფრინდებით დანიშნულების ადგილას და მიხვალთ თქვენს საცხოვრებელში ახლობლებთან.

1️⃣1️⃣ ჩაფრენის შემდეგ, პირველი კვირის თავზე რეკავთ ნომერზე, რომელსაც მოგცემენ (საემიგრაციოს ნომერია) სადაც დარეკავთ და ეტყვით რომ ჩახვედით, დაბინავდით და არაფერი გიჭირთ. ამის შემდეგ მიჰყვებით ინსტრუქციებს, რომელიც იქნება საბუთებზე რასაც მოგცემენ და რომელსაც დეტენშენზეც აუცილებლად აგიხსნიან.

1️⃣2️⃣ ჩამოსვლისას 1-2 დღე ისვენებთ აუცილებლად, იღდგენთ ენერგიას, ცდილობთ, დაიბრუნოთ ნორმალური ძილი და პარალელურად გააანალიზოთ გარე სამყარო.

1️⃣3️⃣ ჩამოსვლიდან 2-3 დღის შემდეგ, მიდიხართ ბანკში პასპორტით და ითხოვთ ანგარიშის გახსნას, საკრედიტოც და სადებიტოც.

1️⃣4️⃣ აუცილებლად არკვევთ სადაზღვევო კომპანიას და მიდიხართ დაზღვევის გასაკეთებლად

1️⃣5️⃣ იწყებთ მართვის მოწმობაზე ჩალიჩს

1️⃣6️⃣ პარალელურად იწყებთ სამსახურის ძიებას, სამსახურის გარეშე გაგიჭირდებათ ძალიან

1️⃣7️⃣ როდესაც სამსახურს უკვე ნახავთ, მიხვალთ პარალეგალთან და ადვოკატთან რადგან თქვენი ქეისი დაიცვას და დაგეხმაროთ „ლეგალიზაციის“ პროცესში. იმედია, ახლა ყველაფერი ნათელია, მეგობრებო. დრაკონის მოკვლა არაა საჭირო, მაგრამ მარტივი გზა არის-თქო, ვერ ვეტყვი ვერავის. ჩემს პირად რჩევებს და შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ და ამით დავასრულებ

მოკლედ, ყველას გირჩევთ ამოიღოთ თავიდან ის, თუ ვინ იყავით საქართველოში პროფესიით, მაგას აქ ნულოვანი მნიშვნელობა აქვს, სანამ სოუშელი არ გექნებათ. ასევე, ერთ მომენტს დაგიზუსტებთ და დაგიღეჭავთ, რომ კარგად გაიაზროთ, აქ გაზაფხული რომ მოდის და მწვანდება ბუნება, აი ის ფოთლები რომ გამოაქვს ტოტებს, ეგენი ასდოლარიანები არაა ჯიგრებო და ძვირფასებო, ეს გაისისხლხორცეთ რა, აქ ყველაფერი მოდის უზარმაზარი შრომის ფასად.

სამსახურის ძებნისას, თუ გეგულებათ ახლობელი, რომელიც გიშოვით, შეაწუხეთ მაქსიმალურად (კარგი გაგებით), რადგან ისე ჰაერზე პოვნა სამსახურის ჩვეულებრივი ადამიანისთვის საკმაოდ რთულია. გამოიყენეთ craigslist-ი , ვებგვერდი, რომელზედაც შეგიძლიათ, მოძებნოთ ვაკანსიები ან საერთოდ დაპოსტოთ სამსახურს რომ ეძებთ, რა შეგიძლიათ მიუთითებთ და დაგირეკავენ აუცილებლად, ესაა ეფექტური გზა, გამოვცადე და ვიცი. სამსახურის გარშემო მოკლედ ამას გირჩევთ, დაწუნებები არ დაიწყოთ, თორემ იმდენი ხალხია აქ , დიდი შანსია დიდ სანანებელში ჩავარდეთ თვეობით, როგორც კი გამოჩნდება აიღეთ, თორემ ჯუმბერი ან გელა აიღებს მაგ სამსახურს.

1️⃣8️⃣ მინდა, ერთი მნიშვნელოვანი მომენტი გითხრათ კიდევ, მეგობრებო, ამ ქვეყანაში ორი რამ არის ძალიან, ძალიან ცუდი იდეა, ძალადობა და რასიზმი, და გთხოვთ, ყველამ გაიაზრეთ ეს, ვისაც რომელიმესკენ მიდრეკილება გაქვთ, გთხოვთ, დარჩით სადაც ხართ, რადგან აქ ასეთ ხალხს არავინ არ გელით და ხო, ეს ქვეყანა არის თქვენი, აქ არ დაიბადეთ, მაგრამ თქვენია, მთავარია, მიიღებთ თუ არა თქვენ ამ ქვეყანას, ეს ქვეყანა თქვენ მიგიღებთ აუცილებლად და შეგიფარებთ, არც არასდროს განგასხვავებთ ეროვნებით, რელიგიით, რასით და კულტურით, მიგიღებთ ისეთს, როგორებიც ხართ, პროდუქტიულს, ზარმაცს, კეთილს, ბოღმას, ძლიერს, სუსტს და ა.შ ყველანაირს.

შესაბამისად, არაფერი გიშლით ხელს იმაში, რომ იბრძოლოთ თქვენი მომავლისთვის და დაიმკვიდროთ თავი აქ. გისურვებთ წარმატებებს თქვენი მიზნების ასრულებაში“,- წერს ემიგრანტი.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📢 გამოკითხვა - მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს?

📢 გამოკითხვა - გეგმავთ აქციაზე წასვლას?

📢 უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა, პუტინი გააბრაზოს - CNN

📢 ეკლიანი გზა საქართველოდან ამერიკამდე, რომელიც მექსიკაზე გადის - ემიგრანტის რჩევები

📢 პუტინი კომაში არ არის - კადიროვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს