მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინი კომაში არ არის - კადიროვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

პუტინი და კადიროვი

„მინდა, იმედი გაგიცრუოთ, პუტინი კომაში არ არის“, - ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა. კადიროვმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ პუტინი კომაში ჩავარდა. ინფორმაციას kavkazr.com ავრცელებს. 

„წავიკითხე ეს სისულელე, თითქოს ჩვენი პრეზიდენტი კომაშია და ახლა მის შემცვლელს ეძებენ. მინდა, იმედი გაგიცრუოთ. მე ცოტა ხნის წინ ვესაუბრე პრეზიდენტს, მას ძალზე ომახიანი ხმა ჰქონდა“, - განაცხადა კადიროვმა.

კადიროვმა მოუწოდა ამ ინფორმაციის გამავრცელებლებს, რომ „პირი მოკუმონ, რადგანაც შემდეგ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“.

ცნობისთვის, 14 ივნისს გამოცემა Obozrevatel-მა უკრაინულ დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ პუტინი რეანიმაციაში აღმოჩნდა და ის აპარატზეა მიერთებული. პუტინის გარემოცვა კი ამ ინფორმაციას იქამდე დამალავს, ვიდრე მის მემკვიდრეზე შეთანხმება არ მოხდება.

15 ივნისს ჩინურმა ტელეკომპანია CCTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი ტელეფონით ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს ესაუბრა და მათ „უკრაინის კრიზისის მოგვარების გზები განიხილეს“. 17 ივნისს კი იგეგმება პუტინის სიტყვით გამოსვლა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

📢 გამოკითხვა - მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს?

📢 გამოკითხვა - გეგმავთ აქციაზე წასვლას?

📢 უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა, პუტინი გააბრაზოს - CNN

📢 ეკლიანი გზა საქართველოდან ამერიკამდე, რომელიც მექსიკაზე გადის - ემიგრანტის რჩევები

📢 პუტინი კომაში არ არის - კადიროვი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს