მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა, პუტინი გააბრაზოს - CNN

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააბრაზოს. მოსკოვი უკვე იმუქრება, რომ ამ ნაბიჯს აგრესიის აქტად ჩათვლის, - ამის შესახებ უკრაინული მედია CNN-ზე დაყრდნობით იტყობინება.

„ადრე მოსკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ნატოში გაწევრიანების ტოლფასი იქნებოდა და ეს მათთვის მიუღებელი იყო“, - აღნიშნავს ჟურნალისტი.

ამერიკული მედიის წარმომადგენლის თქმით,  ფინეთის, შვედეთის და უკრაინის ევროკავშირში მიღება, პუტინის აგრესიის აქტად აღიქმება.

ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინისთვის ნიშნავს იმას, რომ უკრაინა იქნება მსოფლიოში უდიდესი სავაჭრო ბლოკის, ევროკავშირის ერთიანი ბაზრისა და საბაჟო კავშირის წევრი და ექნება ევროკავშირის სასამართლოების დაცვა და წვდომა ევროკავშირის ბიუჯეტზე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:  

👉 „მომავალი კვირები ძალიან რთული იქნება“ - ემანუელ მაკრონი

👉 ომის დროს ტერიტორიის დროებით დაკარგვა ნორმალურია - ტარას ჩმუტი

👉 ლუგანსკის ოლქისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, ოკუპანტები ერთდროულად 9 მიმართულებით გვიტევენ - ზალუჟნი

👉 „მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის პორტების განაღმვა საჭირო არ არის“ - თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

👉 უკრაინის წინააღმდეგობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე აფერხებს რუსეთის გეგმებს - ISW