მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეს იქნება ახალი ომის დასაწყისი, თუ გამოგვიცხადეთ ომი, მიიღებთ პასუხს - დიკო ჯოჯუა

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი

„ყველას ვაძლევ პირობას, რომ ეს იქნება ახალი ომის დასაწყისი, თუ გამოგვიცხადეთ ომი, მიიღებთ პასუხს“, - ამის შესახებ „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა დიკო ჯოჯუამ ამავე არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ განაცხადა. 

ჯოჯუას თქმით, ეს იყო ყველაზე მძიმე შეტევა ჟურნალისტებზე, არხზე და ნიკა გვარამიაზე. 

„პირველ რიგში, პირობას ვაძლევ საკუთარ თავს და ყველას, რომ მხოლოდ წამიერი დაბნევა იქნება, ეს არის ახალი ბრძოლის დასაწყისი, ომი არ დასრულებულა, ფრონტის ხაზი ახლა გაიხსნა და ის აუცილებლად ამ ქვეყნის გამარჯვებით დასრულდება. 

ჩვენს გუნდს ნიკა გვარამიას ლიდერობით არაერთი შეტევის მოგერიება მოგვიხდა ხელისუფლების მხრიდან და ეს 10 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს იყო ყველაზე მძიმე შეტევა ჩვენზე, ნიკაზე და „მთავარ არხზე“. ყველას ვაძლევ პირობას, რომ ეს იქნება ახალი ომის დასაწყისი, თუ გამოგვიცხადეთ ომი, მიიღებთ პასუხს. ისეთი ძლიერები ვიქნებით, როგორც არასოდეს. დღეს თითოეული ჩვენგანი ისეთი გაბრაზებულია როგორც არასოდეს“, - აცხადებს დიკო ჯოჯუა. 

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას 3 წელი 6 თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო.

ამავე თემაზე:

ნიკასთან ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება - ნიკა გვარამიას მეუღლე

➖ ნიკა გვარამიას 3 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

➖ ნიკა გვარამია განაჩენის გამოცხადების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

 ბრძოლა გრძელდება, ნიკა გვარამია გახდა ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლო - გიორგი გაბუნია