მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკასთან ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება - ნიკა გვარამიას მეუღლე

ნიკა გვარამიას მეუღლე

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მეუღლე სოფო ლილუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა.

„ძალიან რთულია... გულწრფელად არ ველოდი. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ჩემს შვილებს ვუთხრა, გამაგრდნენ. გავერთიანდეთ და ნიკასთან ერთად, ყველამ ერთად მოვიპოვოთ თავისუფლება“, - აცხადებს გვარამიას მეუღლე. 

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას 3 წელი 6 თვე მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა ჩხიკვაძემ მიიღო. 

ამავე თემაზე: 

ნიკა გვარამიას 3 წელი და 6 თვე მიუსაჯეს

ნიკა გვარამია განაჩენის გამოცხადების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

➖  ბრძოლა გრძელდება, ნიკა გვარამია გახდა ქვეყნის თავისუფლების კიდევ ერთ სიმბოლო - გიორგი გაბუნია

პროკურატურა ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

➖ არ შეიძლება ქვეყანას პრეტენზია ჰქონდეს ევროკავშირზე, აკავებდეს „მთავარი არხის“ გენდირექტორს და მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში ჰყავდეს - ზაალ უდუმაშვილი

➖ „ან ვეგუებით მდუმარედ განადგურებას ან პროტესტში ვერთვებით“ - ლაშა ბუღაძე