მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაიმუნის ვირუსის სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი“ - გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მაიმუნის ჩუტყვავილაზე (მაიმუნის ვირუსი) წერს, რომელიც ბოლო დღეებია, რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. 

მისი თქმით, მაიმუნის ვირუსის მკურნალობისთვის სპეციფიკური კურსი ამჟამად არ არსებობს.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში. ბრიტანეთში და პორტუგალიაში დადასტურდა რამდენიმე შემთხვევა.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი იშვიათი ვირუსული დაავადებაა, ძირითადად გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში. ის ადამიანებს, დაავადებული ცხოველისგან, კერძოდ კი მაიმუნისგან და მღრღნელებისგან გადაედებათ, თუმცა დაავადების გადამტანი ინფიცირებული ადამიანიც არის.

სიმპტომები თავიდან გაციებას ჰგავს, იწყება კუნთების ტკივილი და ტანზე ჩნდება გამონაყარი. ვირუსით დაღუპვის შემთხვევები 1%-იდან 10%-მდე მერყეობს. ამჟამად მკურნალობისთვის სპეციფიკური კურსი არ არსებობს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს“, - წერს გიორგი ფხაკაძე. 

ამავე თემაზე: 

🔴 რა ინფექციაა „მაიმუნის ვირუსი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

🔴 მაიმუნის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში - გიორგი ფხაკაძე

🔴 „მაიმუნის ჩუტყვავილა ჩვეულებრივ იწვევს ცხელებას, გამონაყარს და დაზიანებებს სახეზე ან სასქესო ორგანოებზე“ - ზაზა წერეთელი „მაიმუნის ვირუსზე“ საუბრობს

🔴 როგორ შეიძლება „მაიმუნის ვირუსით“ დაინფიცირება და არის თუ არა იგი განკურნებადი?

🔴 „მაიმუნის ვირუსი“ კოვიდ 19-ისგან განსხვავებულია - ჯანდაცვის ექსპერტები