მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ის პერიოდი, რაც მიხეილ სააკაშვილი „ვივამედში“ იმყოფება, სრულიად საკმარისი იყო გამოკვლევების ჩასატარებლად - მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი

ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა, რომ აუცილებელია, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ გერმანიაში, შარიტეს კლინიკაში, რადგან ეს არის მულტიპროფილური ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება სააკაშვილისთვის მულტიპროფილური დიაგნოსტიკა და მკურნალობა.

ჯიშკარიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა გვიანდება. 

„რამდენიმე დღეა მიხეილ სააკაშვილი იმყოფება კლინიკა „ვივამედში“, ეს პერიოდი სრულიად საკმარისი იყო რეკომენდებული გამოკვლევების ჩასატარებლად, სამწუხაროდ იწელება მისი დიაგნოსტიკა კვლავ და, რა თქმა უნდა, გვიანდება მკურნალობა.

ჩვენ არაერთგზის გავეცით რეკომენდაცია, რომ იგი გაყვანილი იქნეს მულტიპროფილურ ცენტრში საზღვარგარეთ, ასეთი არის შარიტეს ცენტრი გერმანიაში. ყოველ დღეს აქვს მნიშვნელობა. ჩვენი რეკომენდაცია 7 თვის განმავლობაში არცერთი არ შესრულდა, შესაბამისად, არანაირი იმედი იმისა, რომ ახლა იქნება შესრულებული არ გვაქვს“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 კვლავ ვერ იღებს საკვებს, ნევროლოგიური მაჩვენებელი გაუარესებულია - შოთა თუთბერიძე სააკაშვილზე

🔴 არ ჭამს კი არა, ვერ ჭამს მძიმე დაავადების გამო, გაიგეთ! - ნიკოლოზ სააკაშვილი

🔴 ეს არის სასიკვდილო გართულება - ჰემატოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

🔴 არ გვაქვს მოლოდინი, რომ მიხეილ სააკაშვილის სრული რეაბილიტაცია საქართველოს პირობებში მოხდება - ოთარ თოიძე

🔴 ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში - ედუარდ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე