მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში - ედუარდ სააკაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში უფროსმა შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა მოინახულა. სააკაშვილის უფროსი შვილი იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას, „ვივამედში“ სააკაშვილის გამოკვლევებისთვის გადაყვანაზე, პოზიტიურად აფასებს. 

მისი თქმით, მდგომარეობა წინა ნახვასთან შედარებით, უარესია.

„ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, წინა ნახვასთან შედარებით, რაც არის, რა თქმა უნდა, რთული საყურებელი. ამ ეტაპზე პოზიტიური სიგნალია, რომ შესთავაზეს გადასვლა. ვნახოთ რას გამოიწვევს, რა შედეგამდე მივა ეს, მაგრამ ეს არის უკვე პოზიტიური ნაბიჯი. როგორც ვიცი, ის აპირებს, რომ დათანხმდეს“, - აცხადებს ედუარდ სააკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანას სთავაზობს.

მიხეილ სააკაშვილი შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა არა დღეს, დღეს ის ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოჯახის წევრებს პირველად შეხვდა.

🔴 „ნებისმიერი  სახის კვლევა კეთდება ჩვენს კლინიკაში“ - კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი

🔴 საქართველოში ერთი ექიმი მაინც არ მოიძებნა, რომელსაც ნევროზის მკურნალობა შეუძლია? - თალაკვაძე სააკაშვილზე

🔴 ადამიანი თვალსა და ხელს შუა დნება და ეს საგანგაშოა - მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე