მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტისთვის ბრიტანეთი 21-დღიანი კარანტინის რეკომენდაციას გასცემს

მაიმუნის ყვავილი

ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოები 21-დღიანი იზოლაციის რეკომენდაციას უწევენ მათ, ვისაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულ ადამიანთან. ამის შესახებ BBC გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოზე დაყრდნობით წერს.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტოს რჩევა ვრცელდება ყველა იმ პირის მიმართ, ვისაც პირდაპირი ან საყოფაცხოვრებო კონტაქტი (იმ შემთხვევაში თუ ერთად ცხოვრობენ) ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან.

კონტაქტებს ურჩევენ, უარი თქვან მოგზაურობაზე და მოერიდონ კონტაქტს იმუნოსუპრესირებულ ადამიანებთან, ორსულებთან და 12 წლამდე ბავშვებთან.

დიდ ბრიტანეთში ამ დროისთვის 20 შემთხვევაა დადასტურებული. ასევე, 80-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი ევროპაში, აშშ-ში, კანადაში, ისრაელსა და ავსტრალიაში.

როგორ ავიცილოთ თავიდან „მაიმუნის ვირუსი“ - სპეციალისტების რჩევები

მაიმუნის ყვავილი არის იშვიათი ვირუსული ინფექცია, რომელიც ყველაზე გავრცელებულია ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის შორეულ ნაწილებში. დაავადება, რომელიც პირველად მაიმუნებში აღმოაჩინეს, ადვილად არ ვრცელდება ადამიანებს შორის, მაგრამ შეიძლება გადაეცეს მჭიდრო ფიზიკური კონტაქტით, მათ შორის სქესობრივი გზით.

სიმპტომები, რომლებიც მოიცავს მაღალ ტემპერატურას, ტკივილს და გამონაყარს, მოგვიანებით ბუშტუკებად გადაიქცევა, ჩვეულებრივ რბილია და ადამიანების უმეტესობაში ორიდან ოთხ კვირაში ქრება.

ცნობისთვის, „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირებულთათვის სავალდებულო 21-დღიანი კარანტინი 22 მაისს ბელგიამაც შემოიღო.

ამავე თემაზე:

📣 „მაიმუნის ვირუსი“ კოვიდ 19-ისგან განსხვავებულია - ჯანდაცვის ექსპერტები

📣 რა ინფექციაა „მაიმუნის ვირუსი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

📣 გამონაყარი იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე - მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილზე“

📣 შესაძლოა, „მაიმუნის ვირუსი“ სქესობრივი გზით გადადის - ზაზა წერეთელი

📣 მაიმუნის ვირუსი არის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ნუსხაში საქართველოში და მსოფლიოში - გიორგი ფხაკაძე