მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მაიმუნის ვირუსი“ საქართველოსათვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, სიგარეტის მოწევა უფრო საშიშია - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე„ ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ საქართველოში „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით ატეხილი პანიკა არასწორია. 

გიორგი ფხაკაძის თქმით, „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსი მარტივად მიმდინარეობს. 

ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი ამბობს, რომ ევროპულ ქვეყნებში მაიმუნის ვირუსის მსუბუქი ფორმა არის გავრცელებული. 

„აფრიკაში ბევრი ვირუსი არის ენდემური. რაც შეეხება „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსს, ეს არის საყურადღებო, მაგრამ საგანგაშო არაფერია და მოსახლეობამ არ უნდა ინერვიულოს. ვფიქრობ, მოსახლეობაში არასწორი პანიკა არის ატეხილი. სიგარეტის მოწევა უფრო საშიშია და უფრო ცუდი შედეგი მოაქვს, ვიდრე ამ ვირუსს. მაიმუნის ვირუსი ძირითადად ვითარდება, ვრცელდება აფრიკაში. 

აფრიკაში ვირუსის  2 ვარიანტი არის. ერთი გავრცელებულია - კონგოში, მეორე - ნიგერიაში. ევროპაში და ამერიკაში გავრცელდა მეორე ვარიანტი, რომელიც არის მსუბუქი და ისე მსუბუქად გადის ეს ვირუსი, მკურნალობაც არ სჭირდება. 2-4 კვირის შემდეგ პაციენტი არის კარგ მდგომარეობაში. საპანიკო არაფერია, საშიში არ არის, ვაქცინები და წამლები არსებობს. იმდენად მომზადებულია მსოფლიო ამ ვირუსთან ბრძოლაში, რომ არ უნდა შეგვეშინდეს. 

საქართველოსათვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს ეს  ვირუსი. ერთ-ორ პაციენტს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მიხედავს. საქართველოში საგანგაშოს ვერაფერს ვერ ვხედავ“, - აცხადებს  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

❗ როგორ ავიცილოთ თავიდან „მაიმუნის ვირუსი“ - სპეციალისტების რჩევები

ბელგიამ „მაიმუნის ყვავილით“ ინფიცირებულთათვის სავალდებულო 21-დღიანი კარანტინი შემოიღო

❗ გამონაყარი იწყება სახიდან და ვრცელდება სხეულის სხვა ნაწილებზე - მაია ბუწაშვილი „მაიმუნის ყვავილზე“

❗ რა ინფექციაა „მაიმუნის ვირუსი“ და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ?

❗ მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტისთვის ბრიტანეთი 21-დღიანი კარანტინის რეკომენდაციას გასცემს