მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მდგომარეობას კრიტიკულად ნამდვილად ვერ შევაფასებ“ - ზურაბ ჩხაიძე სააკაშვილზე

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი

„მდგომარეობას კრიტიკულად ნამდვილად ვერ შევაფასებ და ვერც მკურნალი ექიმი აფასებს მდგომარეობას კრიტიკულად“, - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. 

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ჟურნალისტებს უდასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტს ტემპერატურა და წნევა აღენიშნება, რის გამოც, მისივე განცხადებით, დანიშნულია დამატებითი კვლევები.

ზურაბ ჩხაიძე, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად არ აფასებს.

„პაციენტი რადგან არის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, ამიტომაც ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ პენიტენციური სამედიცინო დეპარტამენტიდან.

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მიხეილ სააკაშვილს მართლაც აქვს წნევა და სიცხე და ამიტომ შესაბამისი კვლევებია დანიშნული.

მდგომარეობას კრიტიკულად ნამდვილად ვერ შევაფასებ და ვერც მკურნალი ექიმი აფასებს მდგომარეობას კრიტიკულად. სრული ინფორმაციის შესახებ მიმართეთ პენიტენციურს“, - აცხადებს ზურაბ ჩხაიძე. 

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️ „დასკვნას უმოკლეს დროში მოვამზადებთ“ - მასიმო დანჯელო

✔️ „ელოდებოდა ექსპერტიზის ჩატარებას და ექსპერტის ნაცვლად მოსამართლემ  მიაკითხა“ - შალვა ხაჭაპურიძე

✔️ „ვივამედზე“ ხორციელდება წნეხი, იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დადებითად შეაფასონ - შოთა თუთბერიძე